უსაფრთხოების ტესტი, უსაფრთხოება, უსაფრთხოება, სისტემა, ინოვაცია
Aa
Aa

ავტომობილებს ტერფის უსაფრთხოების ბალიშები ემატება?

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებული სტანდარტებით მანქანაში ექვსი უსაფრთხოების ბალიში აუცილებელია, თუმცა არც რვაა იშვიათობა. მაგრამ მალე, შესაძლოა ავტომობილებს კიდევ ერთი უსაფრთხოების ბალიში დაემატოს. ამ პროექტზე ZF Lifetec-მა იმუშავა და „ქუსლის აქტიური უსაფრთხოების ბალიში“ (Active Heel Airbag) შეიმუშავა.

მუხლის უსაფრთხოების ბალიშები უკვე ფართოდ გამოიყენება. ის, უსაფრთხოების ღვედთან და სტანდარტულ უსაფრთხოების ბალიშებთან ერთად, ავარიის დროს მგზავრების დაცულობას უზრუნველყოფს. მისი დაცულობა, ავარიული შეჯახების დროს, მუხლებისა და თეძოს არეალზე ვრცელდება. ეფექტიანი მუშაობისთვის კი, აუცილებელია, მგზავრის ფეხები ადგილზე, მყარად დარჩეს.


თუმცა მომავალში, თუ დამატებითი კომფორტისთვის სავარძლები შედარებით უკან გადაიწევს, ტერფის საყრდენი შესაძლოა შორს აღმოჩნდეს. შეჯახების დროს, ეს დიდი ალბათობით, ფეხების უკონტროლო მოძრაობას გამოიწვევს და სხეულის ქვედა ნაწილის დაზიანების რისკს გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაზიანებები, როგორც წესი, არ არის სიცოცხლისთვის საშიში, არსებობს შანსი, რომ ისინი გრძელვადიანი პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს კუნთებისა და ძვლებისთვის.

სწორედ ამიტომ, ZF Lifetec-მა ტერფის უსაფრთხოების ბალიშები შეიმუშავა. მგზავრის უსაფრთხოება დამოკიდებულია ფაქტორებზე, როგორიცაა ტერფებისა და მუხლების პოზიცია. „ქუსლის აქტიური უსაფრთხოების ბალიში“, როგორც მას ეწოდება, ქუსლს მყარად ინარჩუნებს, მაშინაც კი, როდესაც მძღოლს სავარძელი გადაწეული აქვს, ან მოდუნებულ მდგომარეობაშია.


ავარიის ტესტებმა აჩვენა, რომ როდესაც სავარძელი უკან იხევს, ქუსლმა შესაძლოა საყრდენი დაკარგოს. „ქუსლის აქტიური უსაფრთხოების ბალიში“ კი, ამ დროს, ქუსლის მყარად შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ტრავმის რისკს ამცირებს. ის ფეხის ხალიჩის ქვეშ, ზედმეტი სივრცის დაკავების გარეშე მაგრდება და ნებისმიერ მოდელში შეიძლება გამოყენებულ იქნეს. ZF Lifetec-ს „ტერფის უსაფრთხოების ბალიშები“ ავტომწარმოებლებისთვის, სურვილისამებრ გამოსაყენებლად, ხელმისაწვდომი 2028 წლიდან იქნება.

მსგავსი სიახლეები