კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, გრან ტურიზმო, კორვეტი სი4
Aa
Aa

C4 Corvette ამტკიცებს, რომ ციფრული პანელები ერთ დროს სრული სიგიჟე იყო

ავტომობილებში ეკრანების ზომის ზრდა ენთუზიასტთა შორის ორაზროვან დამოკიდებულებას იწვევს. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო და ეს კონკრეტული შემთხვევაც გამონაკლისია. ალბათ იშვიათად მოიძებნება ავტომოყვარული, რომელსაც ამ 1987 წლის C4 Chevy Corvette-ის ციფრული ხელსაწყოთა პანელი არ მოეწონება.

იყო დრო, როდესაც ხელსაწყოთა პანელები ავტომობილებს ბევრად უფრო მიმზიდველს ხდიდა და არა, ართულებდა მათ გამოყენებას. ამ სიტუაციაშიც, ესთეტიკა ისეთი პარალელების გავლების საშუალებას გვაძლევს, როგორიც Star Trek: The Next Generation-ი ან NERV კომპიუტერებიდან Neon Genesis Evangelion-ია. ცოცხალი ფერების, Eurostile-ის შრიფტის კომბინაცია და ტექსტზე ფოკუსირება - და არა სიმბოლოებზე - ვიზუალურად ბევრად საინტერესო და მიმზიდველ გამოცდილებას ქმნის. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად კვლავ გადატვირთულია, ის მაინც ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე ბევრი მისი თანამედროვე ვერსია. თუმცა, მისი მზის სინათლეზე აღქმა საკმაოდ რთულია. მაგრამ ეს ვიდეო, უნიკალური ხელსაწყოთა პანელის სრულად დანახვისა და შესწავლის საშუალებას გვაძლევს. 

საინტერესოა, რომ ამას Gran Turismo 7-ში განსაკუთრებით კარგად ვხედავთ, რადგან თამაშში, მზის სხივების მოქმედებისას, ასევე თითქმის წარმოუდგენელი ხდება ხელსაწყოთა პანელის ამოკითხვა. ამაში მას ნელი რეაგირების დრო და სპეციფიკური ვიზუალური ეფექტები ეხმარება.  Gran Turismo-ს დეტალებზე ორიენტირებულობა გასაოცარია და ეს თავად, ამ ვიდეოში 4:30 წუთიდანაც შეგიძლიათ იხილოთ.

ამ კადრებს ისტორიული ღირებულებაც აქვს. რამდენ C4 Corvette-ს აქვს ჯერ კიდევ სრულად ფუნქციური ციფრული კლასტერი, დამწვარი პიქსელებს გარეშე? ისინი, მზის სხივების გავლენით, დროთა განმავლობაში ზიანდება და აღდგენას აღარ ექვემდებარება. ამიტომაც, სრული HD-ით მისი ნახვა იშვიათია.

ამ C4-ს გარბენი 180 000 მეტი აქვს, რაც თითქმის 40 წლის მანქანისთვის შთამბეჭდავია. მფლობელმა, სავარაუდოდ, მანქანაზე ბევრი იმუშავა, რათა ის კვლავ პირვანდელი სახით შეენარჩუნებინა. 

მსგავსი სიახლეები