მერსედესი, მერსედეს ბენცი, მერსედეს ჯი-კლასი, პაპმობილი, ქარლექს დიზაინი
Aa
Aa

Mercedes G-Wagen: Popemobile-ის ექსტრავაგანტურად მდიდრული ინტერპრეტაცია

რამდენიმე თვის წინ, რომის პაპმა ფრანცისკემ Mercedes-ისგან საშობაო საჩუქარი უკვე მიიღო. ახალი Popemobile-ი, რომელიც პაპს გერმანული ავტომწარმოებლისგან გადაეცა, G 580-ის ბაზაზეა დაფუძნებული და EQ-ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. პაპი ფრანცისკეს ახალი Popemobile უნიკალურია და ვატიკანთან თანამშრომლობით შეიქმნა.


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, Carlex Design-მა პაპის G-Wagen-ი ცოტა მოსაწყენად ჩათვალა და გადაწყვიტა, მისი ამბიციური და ძვირად ღირებული პროექტებისთვის კიდევ ერთი შეემატებინა. წლების განმავლობაში, ჩვენ G-Class-ის არაერთი ვერსია გვინახავს, მაგრამ მსგავსი რამ, არასდროს. ეს Carlex-ია, მილიონ დოლარიანი G63 6×6-ის ბაზაზე შექმნილი მოდელი, რომელიც Popemobile-ის ექსტრავაგანტურად მდიდრული ინტერპრეტაციაა.


Habemus-ის წინა ნახევარი ძირითადად სტანდარტული G-Class-ია, თუ არ ჩავთვლით სპეციალურად დამზადებულ ცხაურას, ახალ ბამპერსა და ოქროს ელემენტებს. ავტომობილის მეორე მხარე კი, რადიკალურად შეცვლილია. წინა სალონის უკანა სივრცე სრულად მოხსნილია და მასზე, დიდი მბრუნავი სავარძელია მოთავსებული. ის ჰგავს ახალ ელექტრო G-Class Popemobile-ს, მაგრამ უფრო მეტ სივრცეს გვთავაზობს უკანა ღერძისა და გრძელი თვლების ბაზის ხარჯზე.

როგორც Carlex-ისგან იყო მოსალოდნელი, სალონი მდიდრული მასალებითაა მორთული. მისი უმეტესი ნაწილი თეთრი ტყავითაა დაფარული, სავარძლის ქვეშ კი, მდიდრული წითელი ხალიჩაა. დამატებით ოქროსფერი აქცენტები G-Wagen-ს გამორჩეულ იერს აძლევს.


ცნობისთვის, ამ მოდელის ჯერ მხოლოდ რენდერები არსებობს და უცნობია, განახორციელებს თუ არა პოლონური კომპანია მას რეალობაშიც. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არც Carlex-ს გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები