ჯიპი, ჯიპ ვრანგლერი, ჯიპ ჩეროკი, რამი, ჰამერი
Aa
Aa

ეს წარმოუდგენლად ფართო Jeep Cherokee რეალურია

ფართო კორპუსის ავტომობილები ახალი არაა. ჩვენ ვნახეთ ყველაფერი, Ram-ის პიკაპიდან დაწყებული, გაორმაგებული ზომის Jeep Wrangler-ით დასრულებული. თუმცა მათგან განსხვავებით, ეს Cherokee ამჟამად მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომია და თან საკმაოდ მისაღებ ფასად.


როგორც Worldwide Vintage Autos-ზე ავტომობილის აღწერაშია მითითებული, მოდელი 1989 წელსაა გამოშვებული და 400 000 კილომეტრზე მეტი აქვს გარბენი. ამ Jeep-ს Rancho 5000-ის ამორტიზატორები და BFG-ის 33-ინჩიანი ბორბლები უყენია, რომელიც მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაა განკუთვნილი და მათ უგზოობაში გადაადგილებაში ეხმარება.


ავტომობილის ექსტერიერზე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, კარგად იმუშავეს. ის გარკვეულწილად Hummer-ს ჰგავს, და 2000-იანი წლების ვიდეო-თამაშების ნოსტალგიასაც ტოვებს. მაშინ, როდესაც Jeep-ებს ჩვეულებრივ შვიდრიგიანი ცხაური აქვთ, აქ მათი რაოდენობა 11-მდეა გაზრდილი, რაც მოდელს უფრო მოცულობით იერს აძლევს. თუმცა, განიერი კორპუსის გამო, მანქანას თავისი კლასიკური ყუთის ფორმა დაკარგული აქვს, რაც მას საკმაოდ მიმზიდველ მოდელად აქცევდა ავტომოყვარულთათვის.


მაგრამ თუ დიდად ამ ავტომობილის 35 სანტიმეტრით გაზრდილი სიგანე არ გაწუხებთ, და არც კლასიკურ ფორმებზე ხართ შეყვარებული, მაშინ ეს თქვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი გარიგებაა. ძველი სკოლის წარმომადგენლის შეძენა თქვენ სულ რაღაც $15 000-ად შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები