მძარცველები, ქურდობა, სასამართლო, უცნაური
Aa
Aa

Walmart-ის მძარცველებს ავტომობილების უფასოდ რეცხვა მოუწევთ

მაღაზიების ქურდობის მზარდ შემთხვევებს, მიჩიგანის შტატის მოსამართლე, უჩვეულო სასჯელებით ებრძვის. Associated Press-ის თანახმად, საოლქო მოსამართლე ჯეფრი კლოტიერი დამნაშავეებისთვის სასჯელის ფორმად ავტომობილების უფასო რეცხვას გამოიყენებს.  

სასჯელის ეს ფორმა იმ პირებს ეხებათ, რომლებიც Grand Blanc Township-ში, Walmart-ის ძარცვაში არიან ბრალდებულნი. ობიექტი ფლინტის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ჩვეულებრივ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება. მოსამართლის განცხადებით, მის რაიონში მაღაზიების ქურდობა მნიშვნელოვანი პრობლემაა და Walmart-ს, ხშირი გამოძიებების გამო, პოლიციისთვის სპეციალური საპარკინგე ადგილიც აქვს გამოყოფილი.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიდგომას მხარს Walmart-იც უჭერს, რომელიც ავტოსამრეცხაოებს საჭირო აღჭურვილობით და წყლითაც მოამარაგებს. სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება გაზაფხულიდან დაიწყება და მასში, 100-მდე ბრალდებული იქნება ჩართული.

კლოტიერის შეფასებით, ბრალდებულთათვის მანქანების რეცხვა დამამცირებელი იქნება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მათ თავიანთი ნაცნობები შენიშნავენ. თუმცა, შაბათ-კვირის ღონისძიებებში ჩართვას თავადვე გეგმავს და იმასაც აღნიშნავს, რომ კანონის დარღვევას „შესაბამისი შედეგებიც“ უნდა მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ ვიტყვით, იმუშავებს თუ არა ამ უცნაური სასჯელის დანერგვა, ოლქის პროკურორ დევიდ ლეიტონის თქმით, მსგავსი ქმედებები თუ ერთ ადამიანს მაინც შეაკავებს დანაშაულის ჩადენისგან, მაშინ შეგვიძლია ეს წარმატებად ჩავთვალოთ.

Capital One-ის თანახმად, მაღაზიის მძარცველების მხოლოდ 2%-ია დაკავებული. 2023 წელს, ქურდობების გამო, სავაჭრო ობიექტებმა 121 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ქურდობის განსაკუთრებით მაღალი წილი 12-დან 16 წლამდე პირებში ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები