Brembo-ს 50 წელი: ცნობილი სარბოლო მანქანები და მოტოციკლები
როდესაც ჩვენ სარბოლო მანქანებზე ვსაუბრობთ, პირველი რაც თავში მოგვდის ავტომობილის სწრაფად მართვა. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მანქანების სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ შეჩერებაა. ეს კი Brembo-ს საქმეა: მუხრუჭების იტალიური მწარმოებლის, რომელიც ყველაზე მეტად სარბოლო მანქანებთან, მოტოციკლებთან და მაღალი ხარისხის საგზაო ავტომობილებთან ასოცირდება.
წელს, Brembo 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდში, კომპანიამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი ისეთ ჩემპიონატებში, როგორებიცაა Formula 1, MotoGP, IndyCar-ი, Supercross-ი და რა თქმა უნდა Le Mans-ი. ამ ღონისძიების აღსანიშნავად Brembo-მ რამდენიმე ყველაზე პოპულარული და დომინანტური სარბოლო მანქანისა და მოტოციკლის ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ ხედავთ, ავტოინდუსტრიის მნიშვნელოვან ისტორიას მოიცავს. მათ შორისაა ნიკი ლაუდას და მისი 1977 წლის Ferrari 312T, მიხაელ შუმახერი ცნობილ F2000-ში; და მაქს ფერსტაპენი, რომელიც 2016 წელს, 18 წლის ასაკში, F1 რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. უცნაურია, თუმცა ფოტოებში ვერ ვხვდებით Ferrari 499P-ის ფოტოს, რომელმაც მარანელოს 2023 წლის Le Mans-ის 24 საათი მოაგებინა.
კოლექციაში ასევე მრავლად ვხვდებით მოტოციკლებს, რომლებიც არაერთი მნიშვნელოვანი რბოლის მონაწილეები ყოფილან. აქ არის მიკ დუჰანი, ვალენტინო როსი, მარკ მარკესი და ენეა ბასტიანინი. ცნობისთვის, Brembo 2016 წლიდან, MotoGP-ისთვის მუხრუჭების ერთადერთი მიმწოდებელი გახდა, ხოლო ოთხი წლით ადრე IndyCar-ის ექსკლუზიური პროვაიდერიც. კომპანია მუხრუჭის სუპორტით F1-ის 10 გუნდს ამარაგებს - იქნება ეს Brembo-ს, თუ AP Racing-ის სახელით.
გასულ წელს, Brembo-მ IMSA-სთან თანამშრომლობაც დააანონსა. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სარბოლო სერიაში თავის წვლილს გააფართოებს. ახლა კი, დაათვალიერეთ უნიკალური კოლექცია, რომელიც Brembo-ს 50 წლის ისტორიას ყველაზე კარგად წარმოაჩენს: