შვეიცარიის წესებით, თუ მილიონერი ხართ, $110 000-იანი ჯარიმა სამართლიანია
შვეიცარიაში საგზაო წესების დარღვევა დიდი შანსია, რომ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, გააჩნიათ რა თანხა გაქვს საბანკო ანგარიშზე. ქვეყანა მკაცრი კანონებითა და განსაცვიფრებელი ჯარიმებით გამოირჩევა, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალად გადაგექცეთ.
ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი მილიონერი წინ მიმავალ ავტომობილთან დაშვებულზე ახლო მანძილზე მანქანის მართვისთვის, $110 000-ით დააჯარიმეს. ეს ბეჭდვითი შეცდომა არ არის. ბევრისთვის ეს წლიური ხელფასია, თუმცა შვეიცარიაში, ეს მხოლოდ შედარებით „მსუბუქი“ კანონდარღვევის საზღაურია. მილიონერმა მძღოლმა, მოგვიანებით, ჯარიმის მოცულობა სასამართლოში გაასაჩივრა.
კანონდარღვევის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა არ გავრცელებულა. თუმცა სასამართლომ მძღოლს 50-დღიანი ჯარიმა მაინც დაუწესა - დღეში $2 200-ის ოდენობით. ეს ჯამში $109 500-ია. სასამართლომ ჯარიმა მისი წლიური დასაბეგრი შემოსავლის მიხედვით გამოთვალა, რომელიც დაახლოებით $1.8 მილიონია.
შვეიცარიაში და ზოგიერთ სხვა ევროპულ ქვეყანაში, საგზაო ჯარიმები ფიქსირებული არ არის. ის მძღოლის შემოსავალს ეფუძნება, რათა თითოეული მოქალაქისთვის მსგავსი ფინანსური გავლენა ჰქონდეს. შესაბამისად, რამდენსაც წლიურად გამოიმუშავებთ, იმის მიხედვითაც დაჯარიმდებით.
ეს არც პირველი შემთხვევაა. 2010 წელს, შვეიცარიელი მამაკაცი Ferrari-ის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებისთვის $290 000-ით დააჯარიმეს. 2023 წელს კი, ფინელი მძღოლი 82 კმ/სთ-ით გადაადგილებისთვის, 50კმ/სთ-ით დასაშვებ ზონაში, $127 000-ით დააჯარიმეს.