მოდიფიცირება, ედრიან ნიუი, ასტონ მარტინი, ასტონ მარტინ ვალკირი
Aa
Aa

ედრიან ნიუის Aston Martin Valkyrie: 24-კარატიან ოქროში

Aston Martin-მა, გასულ წელს, ადრიან ნიუის დიზაინით შექმნილი Valkyrie-ის წარმოება დაასრულა. ამ ხაზის ფარგლებში, ჯამში, 150 მოდელი ვიხილეთ, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი კი ალბათ Anemos-ი იყო. ეს ვერსია, რომელიც £500 000-ის ღირებულებისაა, ამჟამად განსაცვიფრებელი კარბონის კორპუსითა და 24-კარატიანი ოქროთია დაფარული.


გასულ წელს გამოშვებული Valkyrie-ის სახელწოდება ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ქარს ნიშნავს. თავდაპირველმა მფლობელმა ამ მოდელის ერთ-ერთი უიშვიათესი ვერსია აირჩია, რომელიც სრულად კარბონის კორპუსითაა დაფარული. სხვებისგან განსხვავებით, უნიკალური მეწამული შეფერილობით, ეს მოდელი მზისა და შოურუმის სინათლეზეც კი, თვალისმომჭრელად ანათებს.


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ მეწამული კორპუსითაც კმაყოფილი დარჩებოდა, მფლობელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მანქანის 24-კარატიანი ოქროთი გაფორმება გადაწყვიტა. ეს მოიცავს წინა სპლიტერს, კაპოტის ნაწილს, სახურავს, უკანა დიფუზორს და ა.შ.

ავტომობილი ოქროსგან დამზადებული Aston Martin-ის ემბლემითაც გააფორმეს. ამას ემატება ატლასის შავი ალუმინის დისკები ოქროს აქცენტებით, კარბონის სახურავი და ძრავის საფარი. მნიშვნელოვანია, რომ მთელი კორპუსი შეფუთულია PPF-ში, რაც მის ნაკაწრებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

ექსტერიერის მსგავსად, ინტერიერის ძირითადი ნაწილიც მსუბუქი კარბონითაა დაფარული. თუმცა Anemos-ს სავარძლებისთვის იასამნისფერი Alcantara გამოიყენეს. აღსანიშნავია ოქროს ღილაკებიც, რომელთაც საჭეზე ვხედავთ.


ავტომობილს ამჟამად მხოლოდ 80 კილომეტრი აქვს დაფარული, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაშია. მსგავსი დიზაინით კი, ამ მოდელის ღირებულება სავარაუდოდ £3 მილიონამდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები