სუპერქარი, სუპერქარები, ამერიკული კუნთები, ტურბო, ვექტორ 8, Vector W8, ავიაგამანადგურებელი
Aa
Aa

Vector W8 - ავიაგამანადგურებელი ხმელეთზე

Vector W8 ალბათ ყველაზე საკამათო „სუპერქარი“ იყო, რაც კი ამერიკელებს შეუქმნიათ. იტალიურ მანქანებს აჯობებს? რეალურია ეს ყველაფერი? მისი გამოჩენისთანავე მსგავსი კითხვები უამრავი იყო. ეს ყველაფერი კი 1977 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკელმა ავტო ინჟინერმა და დიზაინერმა ჟერალდ ვიგერტმა Vector-ის პირველი პროტოტიპი წარმოადგინა.

The Vector W8 Supercar Was a Crazy Beautiful, Problem-Riddled, Short-Lived  American Splendor

ამ ავტომობილის ფილოსოფია, საკმაოდ მომხიბვლელი იყო, რადგან ამერიკელებს არ ჰქონდათ „სუპერქარი“ შექმნილი. ვიგერტმა ფსონში ყველაფერი ჩადო, რადგან ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მას ყოვლისშემძლე ავტომობილად აქცევდა. Vector-ის ძარის დეტალები კარბონ-კევლარის, ალუმინის და სხვა საჰაერო ტექნოლოგიების მეშვეობით იყო აწყობილი. შესაბამისად, მისი დანახვისას იფიქრებდით, რომ იგი ზეციური სამყაროდან უფრო იყო, ვიდრე ხმელეთიდან. ამ ყველაფერზე მისი აეროდინამიკური ფორმები და გვერდითა შუშაც მეტყველებდა, რომელიც ზუსტად იგივე პრინციპით იღებოდა, როგორც საბრძოლო ავიაგამანადგურებლის.

 1991 Vector W8 Twin Turbo For Auction at RM Sotheby's | Hypebeast

Vector W8-ის საავიაციო გენები ამით არ მთავრდებოდა. მისი ინტერიერი და მასში გამოყენებული ტექნოლოგიები იმდროინდელ ავიაგამანადგურებლებთან თითქმის თანხვედრაში მოდიოდა. მაჩვენებელთა ციფრული დაფა, ცენტრისკენ მიმართული მძღოლის სკამის განთავსება - ეს ის დეტალები იყო, რომელიც მის ეგზოტიკურობას ხაზს უსვამდა.  

1992 Vector W8 Twin Turbo

ამ ავტომობილის აგრეგატებიც ისეთივე უჩვეულო და საინტერესო იყო, როგორც თვითონ მანქანის იდეა. მისი ძრავა 8-ცილინდრიანი იყო, მოცულობა კი 6 ლიტრს შეადგენდა. ამ აგრეგატს 2 ტურბო ჰქონდა დამატებული და 625 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხოლო მაბრუნი მომენტი ისეთი იყო, როგორც ამერიკელებს სჩვევიათ - 880 ნიუტონი. ტურბოს წნევის გაზრდით მძღოლს მარტივად შეეძლო 1200 ცხენის ძალა მიეღო.

1992 Vector W8 — Audrain Auto Museum

ბევრი უცნაურობის მიუხედავად, რაც ამერიკულ ავტომობილებს სჩვევიათ Vector-ი 3 -სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. უბრალოდ წარმოიდგინეთ! პირველი სიჩქარით 120 კმ/სთ-ი, მეორე - 220 და მესამე სიჩქარით მაქსიმალურ სიჩქარის ზღვარს აღწევდა, რომელიც 350 კმ/სთ-ს შეადგენდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტომობილს არ ჰქონდა საჭის გამაძლიერებელი, თუმცა იმ დროინდელ „სუპერქარებში“ მაინც ყველაზე მეტი კომფორტით გამოირჩეოდა და ეს ავტომატური გადაცემათა კოლოფის დამსახურება იყო.

Buy This Purple 1991 Vector W8 Twin Turbo and Win Radwood

3 წლის განმავლობაში სულ რაღაც 19 ეგზემპლარის აწყობა მოხერხდა, თუმცა ყოველ მომდევნო შეკვეთილ მოდელს გარკვეული მოდიფიცირება ჰქონდა, ძირითადად ვიზუალური. ამ ყველაფერს ჟერალდ ვიგერტი იმით ხსნიდა, რომ ავტომობილი ყოველ ჯერზე იხვეწებოდა და ეს ცვლილებები გარდაუვალი იყო. წარმოების დიდი ხარჯების და გარკვეული ტექნიკური წუნების გამო პროექტი შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროში Vector W8 სათანადოდ ვერ შეფასდა და ხალხმა ბოლომდე ვერ გაიცნო, დღეს ის ეგზოტიკური „სუპერქარების“ სიაში ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი ავტომობილია.  

მსგავსი სიახლეები