კლასიკური ავტომობილები, ფორდი, ფორდ ფალკონი
Aa
Aa

მამაკაცი საკუთარ მანქანაზე დაქორწინდა

საკუთარი ავტომობილებისადმი ენთუზიასტების გადამეტებული სიყვარული ახალი ამბავი ნამდვილად არაა. ბოლო პერიოდში კი, მოხშირდა უცნაური შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები საყვარელ ნივთებსა და ცხოველებზეც კი „ქორწინდებიან“. რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო სიყვარულის დღეს აღნიშნავდა, რა დღისთვისაც, ავსტრალიაში მცხოვრებმა მამაკაცმა საკუთარ მანქანაზე „დაქორწინება“ გადაწყვიტა. 


რეალურად, ავსტრალიელი ავტოენთუზიასტი, ვოიჩი, 30 წელია ქორწინებაში იმყოფება და ორი შვილის მამაა. მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ვალენტინობის დღეს, თავის 1971 წლის Ford Falcon-ზე დაქორწინებულიყო. არაოფიციალური ქორწინების ცერემონია დილის შოუ, Breakfast with Marto, Margaux & Dan-ის პირდაპირ ეთერში შედგა. ყველაფერმა წესებით დაცვით ჩაიარა, Falcon-მა „საპატარძლო“ ბილიკი გაიარა, წარმოითქვა ქორწინების აღთქმაც:

„ჩვენ შორის არსებულ ნაპერწკალს მუდმივად შევინარჩუნებ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ მომიწევს შენი ხელახლა დაქოქვა“. 

Falcon-თან ქორწინების შესახებ კომენტარი ავტოენთუზიასტის ცოლმაც გააკეთა. მისი თქმით, ის მზადაა თავისი მეუღლე ავტომობილს გაუზიაროს იქამდე, „სანამ ის ფარდულში დარჩება“. Radioinfo.com.au-ს ცნობით, ვოიჩი წლებია ავტომობილებით გატაცებულია და ამჟამად სამ მოდელს ფლობს, თუმცა როგორც ჩანს, ფავორიტი ნამდვილად ჰყავს. 

სინამდვილეში, ვოიჩსა და თავის 1971 წლის Ford Falcon-ს შორის ქორწინება ოფიციალურად არ შემდგარა. ამას მხოლოდ გასართობი ხასიათი ჰქონდა, სიყვარულის დღის აღსანიშნავად. 

 

მსგავსი სიახლეები