სატვირთო, ფორდი, მეორე მსოფლიო ომი
Aa
Aa

ბომბდამშენების მზიდავი Ford-ი პირდაპირ მეორე მსოფლიო ომიდან

Facebook Marketplace საკმაოდ უცნაურ ადგილად გადაიქცა. აქ შეხვდებით ყველაფერს, სტანდარტული ნივთებიდან დაწყებული, ახლა უკვე ძვირად ღირებული და ისტორიული ავტომობილებით დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ Facebook Marketplace ჯერ მაინც კვლავ ჯართისა და ჟანგის გროვაა, იშვიათად მაგრამ მაინც, ამ ნაგავსაყრელზე ძვირფას ქვებსაც გადააწყდებით.

ცოტა ხნის წინ, Marketplace-ზე ენცო ფერარის პირადი ავტომობილი იყიდებოდა ახლა კი, 1941 წლის, ორძრავიანი Ford-ია განთავსებული, რომლის ღირებულებაც არც მეტი არც ნაკლები $1.25 მილიონია. უნდა ითქვას, რომ Ford-ის ეს სატვირთო, იმ დროს, ქვეყნის მასშტაბით B-24 ბომბდამშენების ნაწილების გადასაზიდად გამოიყენებოდა.

მომხმარებლის მტკიცებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Thorco-ს მიერ შექმნილი Ford-ი საჯაროდ იყიდება. არმიის მწვანე სატვირთოს შემთხვევაში, ყველაფერი ქარხნულადაა შენარჩუნებული. თუმცა მეორე სატვირთო მანქანა შედარებით დაჟანგულია, თუმცა მაინც, ავტომწარმოებლის დიდების თვალსაჩინო წარმომადგენელია.


ლეგენდის თანახმად, 1940-იანი წლების დასაწყისში, ამ ორძრავიანი სატვირთო ავტომობილის 100-მდე ეგზემპლარი შეიქმნა - თუმცა, სხვადასხვა კომპანიის მიერ. ეს მოდელები Ford-ის 4 ლიტრამდე მოცულობის, V8 ძრავებით იკვებებოდნენ და დაახლოებით 100 კმ/სთ-ს გამოიმუშავებდნენ. მაშინ დიზელი საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლდათ, რის გამოც, ავტომწარმოებლებმა ორი ძრავის გამოყენება გადაწყვიტეს. სანაცვლოდ კი, ბენზინზე მომუშავე და საიმედო Flathead Ford-ის ძრავები აირჩიეს. შედეგად, ავტომობილები დიდ მანძილზე B-24 Liberator-ის ნაწილების გადატანას და 3 600-მდე მარშრუტის შესრულებას ახერხებდნენ.

ამჟამინდელი მფლობელის მტკიცებით, მან ავტომობილებზე ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას წლები შესწირა. საბოლოოდ კი დაადგინა, რომ ეს Thorcos-ები, სულ დამზადებული 46 ერთეულიდან ბოლო ორი ეგზემპლარია და მათ, ორძრავიანი ბომბმზიდების მწვერვალს უწოდებენ. ამ სატვირთო მანქანებს წარმოუდგენელი ისტორიული ღირებულება აქვთ. ასე, რომ რთულად დასადგენია ვინ შეიძენს ამ ფასად Ford-ის სატვირთოებს - იქნება ეს უბრალოდ ავტოენთუზიასტი, თუ მეორე მსოფლიო ომის მკვლევარი ისტორიკოსი.

მსგავსი სიახლეები