სუპერქარები, ბუგატი, ბუგატი შირონი
Aa
Aa

ჭიქის დამჭერები Bugatti-ის „მოკვდავი“ მფლობელებისთვის

არ აქვს მნიშვნელობა რომელ სოციალურ კლასს განეკუთვნებით. წყალი საარსებოდ ნებისმიერი შემოსავლის მქონე პირისთვის აუცილებელია. ეს Bugatti-ში ძალიან კარგად იციან და ამისგან, ახლა უკვე შემოსავლის მიღებასაც გეგმავენ. ერთ დღესაც, ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ Bugatti-ის მფლობელებს, მიუხედავად მათი მდიდრული ცხოვრების წესისა, ყოველდღიურობაში ჭიქის დამჭერებიც დასჭირდებოდათ!

Bugatti-მ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Chiron-ის მფლობელმა მის სუპერქარში წყალი დაღვარა. ამ ამბის გაგების შემდეგ, საქმეში Bugatti-ის დიზაინის დირექტორი ფრენკ ჰეილი ჩაერთო და ცოტახანში, მსოფლიოს ჭიქის სამაგრი წარუდგინა. საბოლოო შედეგი ჰეილიმ თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა, რომლის ვიდეოს ნახვაც თავადაც შეგიძლიათ.

View this post on Instagram

A post shared by Frank Heyl (@frank.heyl)

Bugatti-ის „ულტრაჩვეულებრივი“ ჭიქის დამჭერი ავტომობილის კარის შიდა ნაწილში მაგრდება. ეს კი, ერთი საკმაოდ ჭკვიანური მიზეზით აიხსნება. პირველი - ამ განთავსებით, ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში მისი ამოღება, ან უბრალოდ ცალკე გამოყენებაც შესაძლებელია. მეორე - როგორც თავად დიზაინერიც აღნიშნავს, ეს გადაწყვეტა მანქანის არასაჭირო გაბურღვას თავიდან აგაცილებთ. და მესამე: ის მთლიანად ქარხნულად გამოიყურება, თითქოს ავტომობილმა საწარმოო ქარხანა მასთან ერთად დატოვა.

ჰეილის ინფორმაციით, პროტოტიპი, რომელსაც ვიდეოზე ხედავთ, უკვე საბოლოო ვერსიაა და მალე, წარმოებაშიც ჩაეშვება. გაურკვეველია თუ რა დრო დასჭირდა Bugatti-ს ჭიქის დამჭერების შესამუშავებლად. კონკრეტულად ეს ვიდეო ჰეილიმ დეკემბერში ატვირთა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იდეის რეალობად ქცევას დაახლოებით ექვსი კვირა დაეთმო.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ეღირება ძვირად ღირებული სუპერქარების მფლობელთათვის ჭიქის დამჭერი. თუმცა ერთი რამ ფაქტია: Bugatti-ს თავის მომხმარებელზე მუდამ ზრუნავს და მათ საჭიროებებსაც, შეძლებისდაგვარად აკმაყოფილებს. 

მსგავსი სიახლეები