პაგანი ზონდა, აუდი ერეს6, რეინჯ როვერ ვოგი, მერსედეს ესელესი აიემჯი, ფერარი 335 ესი სპაიდერი, ლიონელ მესი
Aa
Aa

ლიონელ მესის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი, მილიონიანი ავტომობილების კოლექციას ფლობს. არგენტინელის ავტომობილების კოლექცია მოიცავს ათეულობით მანქანას, კლასიკური Ferrari-დან დაწყებული, თანამედროვე Audi-თ დასრულებული. დღეს ჩვენ Inter Miami-ის მოქმედი და Barcelona-ს ყოფილი ვარსკვლავის ტოპ-5 ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელს წარმოგიდგენთ.


Ferrari 335 S Spider Scaglietti

ლიონელ მესის კოლექციის მთავარი გვირგვინი Ferrari-ის 335 S Spider Scaglietti-ია, რომლის ღირებულებაც $36 მილიონს აღწევს. ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი Ferrari-ია, რომელიც იტალიურ ავტომწარმოებელს შეუქმნია და რა გასაკვირია, რომ ერთ დროს, მესისა და რონალდუს დაპირისპირების ობიექტადაც იქცა. 1957 წლის მოდელი 4-ლიტრიანი, V12 ძრავითაა აღჭურვილი და 300 კმ/სთ-ს აღწევს. ეს კი მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ძვირად ღირებულ კლასიკურ მანქანად აქცევს.


Pagani Zonda Tricolore

Pagani Zonda არგენტინელის კოლექციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ეს ეგზოტიკური იტალიური სპორტული ავტომობილი ცნობილი თავისი გამორჩეული დიზაინითა და წარმადობითაა. Zonda 7.3-ლიტრიანი V12 ძრავითა და 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ამ შეზღუდული წარმოების მოდელში ფეხბურთელმა დაახლოებით $2 მილიონი გადაიხადა.


Mercedes SLS AMG

მესის გემოვნებას, მაღალი ხარისხის მანქანების მიმართ, მის ავტოფარეხში Mercedes SLS AMG-ის არსებობაც უსვამს ხაზს. ეს მოდელი 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და დაახლოებით, $643 000-ის ღირებულებისაა.


Range Rover Vogue

ლიონელ მესის საკუთრებაში არაერთი ძვირად ღირებული SUV-ია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი Range Rover Vogue-ია, რომლის ღირებულებაც $200 000-ს აღწევს. ეს დახვეწილი ექსტერიერის მქონე SUV-ი იდეალურია ისეთი მეოჯახე პირისთვის, როგორიც არგენტინელი ფეხბურთელია.


Audi RS6

Barcelona-სა და გერმანულ ავტომწარმოებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით, ესპანური კლუბის ფეხბურთელების საკუთრებაში რამდენიმე მდიდრული Audi საჩუქრად გადავიდა. ერთ-ერთი ასეთი მოდელი RS6-ია, რომელიც Audi-ს სხვა მოდელებს შორის წარმადობისა და პრაქტიკულობის შესანიშნავი ბალანსით გამოირჩევა. ამ ავტომობილის ღირებულება დაახლოებით $108 000-ია. 

მსგავსი სიახლეები