უდიდესი რეგულაცია ნიურბურგრინგის უახლეს ისტორიაში | რა იკრძალება?
ნიურბურგრინგმა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი რეგულაცია შემოიღო. პირველად, გერმანიის საკულტო ტრასამ, საჯარო ტურისტულ სესიებში, Touristenfahrten-ში, მოტოციკლეტების მონაწილეობა აკრძალა. ახალი რეგულაციები ძალაში 2025 წლის სეზონიდან შევა.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აკრძალვის მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დასახელდა. „ორ და ოთხბორბლიანი ტრანსპორტის მართვა განსხვავებულ დინამიკას ქმნის და წარმოქმნის გაუგებრობის რისკს, განსაკუთრებით კი, მოტოციკლისტებისთვის. იმისთვის, რომ მართვის გამოცდილება ყველასათვის მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, სამომავლოდ, მოტოციკლებისა და მანქანების რბოლა მკვეთრად იქნება გამიჯნული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამიერიდან, Nordschleife-ის საკულტო ტურისტული სესიები, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო - ვისაც, რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება ჰყავდა - მხოლოდ მანქანებით იქნება შეზღუდული. ცნობისთვის, მოტოციკლისტებს წრეზე საკუთარი ძალების გამოცდის საშუალება კვლავ ექნებათ, თუმცა მხოლოდ „პროფესიონალურად ორგანიზებული ტრენინგების დროს“.
ნამდვილად გულდასაწყვეტია იმის ხილვა, რომ მოტოციკლისტები საკულტო სარბოლო ტრასაზე წვდომას დაკარგავენ, თუმცა რეგულაციებს ლოგიკური ახსნა ნამდვილად აქვს. ნიურბურგრინგი წარმოუდგენლად სახიფათო ადგილია, უამრავი ბრმა კუთხით, რომლის დანახვაც საკმაოდ რთულია. თუმცა, Bridge to Gantry-ის ბლოგი თეორიულად ამტკიცებს, რომ ხელმძღვანელებს შესაძლოა მოტოციკლეტების ავარიების მოსაგვარებლად საჭირო დროის მაქსიმალურად შემცირება სურდეთ. როგორც წესი, მთლიანი ბილიკის დახურვა საკმაოდ რთული საკითხია, რის გამოც მნიშვნელოვანი შემოსავალიც იკარგება.
თუმცა, 2025 წელს ნიურბურგრინგი მოტოციკლისტებისთვის სრულიად დაკეტილი არ იქნება. ცნობილ ტრასაზე ყოფნის დრო მათ წელსაც მიეცემათ, მაგრამ ისინი მხოლოდ გრან-პრის უფრო მოკლე ტრასაზე დაიშვებიან. ტურისტებისთვის კი, 38 დღე გამოიყოფა და ზოგიერთი მათგანი ექსკლუზიურად მოტოციკლებისთვის იქნება განკუთვნილი.