მათე რიმაცის ავტომობილი BMW-ისაც კი აოცებს
ვინტაჟური გერმანული ავტომობილებისადმი Bugatti Rimac-ის აღმასრულებელი დირექტორის, მათე რიმაცის სიყვარული არავისთვის საიდუმლო არაა. მხოლოდ ის ფაქტიც, რომ მსგავსი იმპერიის მმართველი ყოველდღიური მოხმარებისთვის 20 წელზე მეტი ხნის სპორტულ სედანს ირჩევს, მასზე, როგორც ენთუზიასტზე ბევრ რამეს ამბობს. არანაკლებ დიდი პატივს კი, რიმაცს მისი საავტომობილო კოლექციის გამო სცემენ.
მათე რიმაცის საკუთრებაში არაერთი "მკვლელი" BMW-ია, როგორიცაა მაგალითად E39 M5, რომელსაც ბიზნესმენი ოფისში სასიარულოდაც ხშირად იყენებს. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი E30 M3 Evo III-ისთვის საჯაროდ თვალის შევლების საშუალება მოგვეცა. თქვენ წინაშე E30 M3 Sport Evolution-ია, მოდელი, რომლის ჯამში 600-მდე ეგზემპლარი შეიქმნა. თუმცა ეს კონკრეტული ვერსია იმდენად კარგად გამოიყურება, რომ თავად მიუნხენელების შექება და ინტერესიც კი დაიმსახურა.
"როდესაც CEO-ს სტილი აქვს. მათე რიმაც, საოცარი გემოვნება გაქვს", - ამ სიტყვებით ეხმიანება BMW, რიმაცის ავტომობილს.
View this post on Instagram
საკმაოდ იშვიათი E30 M3 Sport Evolution-ი BMW M-ის სარბოლო პროგრამის, Touring Car-ის ფარგლებში შეიქმნა. მაშინ, გერმანულ ავტომწარმოებელს სარბოლო წესების დასაკმაყოფილებლად სულ მცირე, 5 000 მანქანის წარმოება სჭირდებოდა. სტანდარტული M3 მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, თუმცა BMW-ის უფრო სწრაფი სარბოლო ავტომობილის შექმნა სურდა, ბევრად უკეთესი ნაწილებიც გამოიყენა, თუმცა წარმოება მხოლოდ 500 ერთეულამდე შეზღუდა.
ასე დაიბადა Evolution-ი, სულ სამ ვერსიად. მესამე, ფაქტობრივად, BMW-ის სარბოლო მცდელობების დასრულების სიმბოლო გახლდათ. ასე დაემშვიდობა გერმანული ავტომწარმოებელი მის სარბოლო კარიერას, თუმცა ეს მოდელი, ცნობილი და მაღალი წარმადობის მქონე სედანების საფუძველი გახდა.
ასე და ამგვარად, წარმოგიდგენთ 1990 წლის BMW M3 Sport Evolution III-ს, ამ პატარა სპორტული ავტომობილის საბოლოო ვერსიას. მოდელი სტანდარტული 2.3-ლიტრიანი ძრავის ნაცვლად, 2.5-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 238 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს შესაძლოა თანამედროვე ავტომობილებთან შედარებით უმნიშვნელოდ ჩანდეს, თუმცა იმ პერიოდს თუ გავითვალისწინებთ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. თანაც, ის დაუვიწყარი მართვის გამოცდილებაც უნდა გავიხსენოთ, რომელსაც ნებისმიერი ავტოენთუზიასტი ამ BMW-ის საჭესთან მიიღებს.