საინტერესო, რეიტინგი, გამძლე ავტომობილები, გამძლე, ჰონდა სივიკი
Aa
Aa

ყველაზე გამძლე ავტომობილები, რომელთაც დაბალ ფასში შეიძენთ

ავტომობილის ღირებულება მისი შეძენის დროს ბევრისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ავტომობილის გამძლეობა. და თუ გამძლე ავტომობილის შეძენას თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასადაც შეძლებთ, ეს ნიშნავს, რომ ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ. დღეს, ჩვენ სწორედ იმ მოდელების სტატისტიკას წარმოგიდგენთ, რომლებიც ერთდროულად გამძლეობითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევიან.

iSeeCars-ის კვლევა 2024 წლის მეორე ნახევარში გაყიდული 3.8 მილიონი ავტომობილის მონაცემებს აანალიზებს. მიღებული შედეგები შემდგომში გასული წლის ყველაზე გამძლე ავტომობილების რეიტინგთან შეადარეს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევით, საშუალოდ, ახალი ავტომობილების ღირებულება $48 000-ს აჭარბებს, გამძლეობა კი - 11.5 წლის ფარგლებშია, ჩვენ რეიტინგში წარმოდგენილი მანქანები ამ ზღვარზე გაცილებით დაბლა არიან.


"მაშინ, როდესაც ახალი ავტომობილების ფასები რეკორდულად მაღალ ნიშნულზე რჩება, საუკეთესო ფასში საუკეთესო მანქანის ყიდვა, თითოეული მომხმარებლის პრიორიტეტია. ჩვენ გამოვავლინეთ ის ხელმისაწვდომი ავტომობილები, რომლებიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ. ეს კი, მომხმარებელს, მათი ახალი მანქანის ბიუჯეტის მაქსიმიზაციაში დაეხმარება", - განაცხადა iSeeCars-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კარლ ბრაუერმა.

გასაკვირი არაა, რომ ავტომობილები, რომელთაც ყველაზე შეღავათიან ფასში შეიძენთ, იაპონური და კორეული ბრენდების წარმოებისაა. რეიტინგის სათავეში Honda Civic-ია. ეს მოდელი დაახლოებით 13.7 წელს გაძლებს და მისი შეძენა $27.5 ათასიდანაა შესაძლებელი. iSeeCars-ის თანახმად, Civic-ის ღირებულება რეიტინგში წარმოდგენილი ავტომობილების საშუალოზე ორჯერ ნაკლებია. 

სიის მეორე ადგილზეა Toyota Corolla, Civic-ის მთავარი კონკურენტი. ხუთეულში ასევე ვხვდებით Mazda3-სა და Subaru Impreza-ს, ხოლო ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი მანქანა, Toyota RAV4, მხოლოდ მერვე პოზიციაზეა. ხოლო Prius-ი, სიაში პირველი ჰიბრიდი, მე-12 ადგილზეა. ყველაზე გამძლე ავტომობილების ათეული, რომელთაც შეღავათიან ფასში შეიძენთ ასე გამოიყურება: 

მოდელი

საშუალო ფასი

სასიცოცხლო ციკლი

წლიური ფასი

საშუალოსთან შედარება

1

Honda Civic

$27,564

13.7

$2,006

0.48x

2

Toyota Corolla

 $25,218

11.6

$2,166

0.52x

3

Mazda Mazda3 Hatchback

$31,849

14.1

$2,260

0.54x

4

Honda Accord

$30,659

13.1

$2,339

0.56x

5

Subaru Impreza Wagon

$26,900

11.2

$2,399

0.57x

6

Mitsubishi Outlander Sport

$28,250

11.8

$2,400

0.57x

7

Honda CR-V

$36,009

15.0

$2,401

0.57x

8

Toyota RAV4

$35,258

14.6

$2,411

0.57x

9

Kia Soul

$23,863

9.9

$2,417

0.58x

10

Mazda Mazda3 Sedan

$27,735

10.6

$2,608

0.62x

მსგავსი სიახლეები