BMW, 90-იანები, რეკორდი, S2000, ჰონდა, ბიემვი ემ3, როუდსტერი, უკანა წამყვანი
Aa
Aa

Honda S2000-ის შედეგი, რომელმაც M3-ის რეკორდი დაამხო

ჩვენს ერთგულ მკითხველს აუცილებლად ემახსოვრება ისეთი სტატიები, სადაც BMW E36 M3-ის რეკორდი გვიხსენებია. ამ ავტომობილმა 90-იან წლებში ატმოსფერული ძრავის 1 ლიტრიდან მიღებული ცხენის ძალების რეკორდი მოხსნა. ატმოსფერული 3.2-ლიტრიანი ძრავა 321 ცხენის  ძალას გამოიმუშავებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 1 ლიტრიდან 100 ცხენის ძალაზე მეტი იყო მიღწეული. აღნიშნულმა რეკორდმა 90-იან წლებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია და ავტომოყვარულებისთვის E36 M3 ნამდვილი აღმოჩენა გახდა. თუმცა ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა და საქმეში Honda ჩაერთო.

Honda S2000 making a comeback – report | CarExpert

1995 წელს ტოკიოს ავტო გამოფენაზე Honda SSM-ის კონცეპტი ვიხილეთ. სწორედ ეს ავტომობილი იყო S2000-ის საფუძველი, ხოლო სერიულ წარმოებაში კი 1999 წელს ჩაეშვა. პირველი ტესტებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ M3 თავის რეკორდს ვეღარ შეინარჩუნებდა, რადგან S2000-ის 2-ლიტრიან ატმოსფერულ ძრავას 250 ცხენის ძალა ჰქონდა. ეს ციფრები იმაზე მეტყველებდა, რომ Honda-მ 1 ლიტრიდან 125 ცხენის ძალა მიიღო, რაც გაცილებით მეტი იყო ვიდრე E36 M3-ის. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ S2000-ის ძრავა თითქმის ძარის ცენტრში იყო მოთავსებული, რაც ავტომობილის მართვადობას საგრძნობლად აუმჯობესებდა.

This modified Honda S2000R is the factory Type R we should have got | Top  Gear

S2000-ის ძრავა მაღალი ბრუნების რაოდენობით, დიდი კომპრესიით და პიკური ძალით იყო გამორჩეული. წარმოების 5 წლის თავზე ავტომობილში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. ყველაზე მთავარი ცვლილება ძრავამ განიცადა: მისი მოცულობა 2.2 ლიტრამდე გაიზარდა და მაქსიმალური ბრუნების რაოდენობამ მოიკლო, აგრეთვე ცხენის ძალაც შემცირდა, თუმცა მაბრუნი მომენტი გაიზარდა. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან  2-ლიტრიან ძრავას დაბალ ბრუნებზე ძალა არ ჰყოფნიდა.

M3 and S2000 : r/BMW

S2000 10 წლის განმავლობაში იწარმოებოდა და სულ 113 000 მოდელზე მეტია წარმოებული. წარმოიდგინეთ! უკანა წამყვანი, 9000 ბრუნი წუთში და „როუდსტერი“! ამ ავტომობილს ყველაფერი ჰქონდა, რასაც ავტომოყვარულები სპორტულ მანქანებში პატივს სცემენ. ეს სტატია M3-ის და S2000-ის შედარება არ არის, უბრალოდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ თუ BMW-ის გულშემატკივრები ზემოთ აღნიშნული რეკორდით დღემდე ამაყობენ, ჰონდას გულშემატკივრებსაც აქვთ საამაყო.

მსგავსი სიახლეები