ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, ტოპ გირი, გრანდ ტური, ქარ სოს, ლენდ კრუიზერ დისქავერი
Aa
Aa

მოგენატრათ ჯერემი კლარკსონი? ის ბრუნდება

Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ლეგენდარული წამყვანი ჯერემი კლარკსონი სატელევიზიო სივრცეს უბრუნდება. და არა ფერმერის - არამედ, ტრადიციულად, საკუთარ ამპლუაში.

ბოლო წლების განმავლობაში, კლარკსონმა Amazon Prime Video-ზე ფერმერობით და დოკუმენტური სერიალით - Clarkson's Farm-ით გაითქვა სახელი და მილიონობით გულშემატკივარიც დააგროვა. გასული წლის ზაფხულში კი, ლეგენდარულმა ტრიომ - ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის შემადგენლობით - 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ოფიციალურად, ერთობლივი სატელევიზიო კარიერა შეწყვიტა. თანაწამყვანები მაყურებელს "ზიმბაბვეს" ეპიზოდით დაემშვიდობნენ.


ახლა კი, სანამ Clarkson's Farm-ი მეოთხე სეზონით დაბრუნდება, კლარკსონს Car SOS-ის ახალ სერიაში ვიხილავთ. და შოუს წამყვანის, ტიმ შოუს თქმით, კლარკსონის გამოჩენა ყველას გააკვირვებს. მან, რამდენიმე კვირაში National Geographic-ის შოუში ავტოჟურნალისტის გამოჩენას კლარკსონის მხრიდან "კეთილი ჟესტი" უწოდა.

შოუს განცხადებით, 64 წლის ტელეწამყვანის მათ შოუში ჩართვას არავინ ელოდა, თუმცა ბედი მაინც სცადეს და კლარკსონს, მისივე ფერმაში ესტუმრნენ. დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, ყველასათვის გასაკვირად, ტელეწამყვანი მათ შემოთავაზებას დათანხმდა.


ისტორია აქ არ სრულდება. ჯერემი არამხოლოდ დათანხმდა, არამედ დაჰპირდა, რომ სტუმრებით სავსე ავტობუსსაც მოიყვანდა. შოუ კი, მისი გულუხვი შეთავაზებით გაოგნებული დარჩა. "ჩვენ მასთან საათნახევარი გავატარეთ. ამ დროის განმავლობაში ის თბილი, მეგობრული და რა თქმა უნდა, ტრადიციულად სარკასტული და მხიარული იყო", - აცხადებს შოუ.

Car SOS-ი National Geographic-ზე 13 მარტს დაბრუნდება, კლარკსონს კი, მეხუთე ეპიზოდში ვიხილავთ. გადაცემაში ძირითადი აქცენტი ტელეწამყვანის ერთ-ერთ ავტომობილზე, Land Rover Discovery Series 1-ზე გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები