რეტროსტილის საპატრულო Dodge ნამდვილი კალიფორნიული ოცნებაა
რეტროავტომობილები ენთუზიასტთა შორის განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს. ეს ვინტაჟური საპატრულო მანქანა კი, თქვენ ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. თანაც, თუ Ford-ისა და Chevrolet-ის ვერსიები დიდად არ გხიბლავთ, შესაძლოა Dodge-ის ეს SUV-ი თქვენი ფავორიტი გახდეს.
თქვენ წინაშე 1982 წლის, Ramcharger 4x4-ია, რომელიც ერთ დროს კალიფორნიის საპატრულო განყოფილებას ეკუთვნოდა. ამჟამად ის Bring a Trailer-ის აუქციონის სახლის საშუალებით იყიდება და როგორც აღწერაში მითითებულია, მას აქვს ყველა ის აღჭურვილობა, რასაც პოლიციის მანქანაში ელოდებით.
Ramcharger-ის სალონში დამხმარე გადამრთველები, Motorola ორმხრივი რადიო - CHP ბრენდირებით და საპატრულო სკანერი დაგხვდებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს ვინილის იატაკი და სრული, სათადარიგო უკანა სივრცე.
რეტროავტომობილი 5-ლიტრიანი V8-ით და 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. მანქანის 15-ინჩიანი შავი ფოლადის ბორბლები, 31-ინჩიან Goodyear Wrangler All-Terrain Adventure-ის საბურავებშია გახვეული.
SUV-ის რეალური გარბენი საიდუმლოა. ოდომეტრზე 100 000 კმ წერია, თუმცა ეს შესაძლოა მხოლოდ 2017 წლის შემდგომი მონაცემი იყოს. მანქანა არც სრულყოფილია: საჭის ელექტროგადამცემი სისტემა ჟონავს და საქარე მინის გამწმენდიც აკლია.
თუმცა ეს ყველაფერი მას შარმს ვერ უკარგავს და ალბათ, ახალი მფლობელიც მალე გამოჩნდება.