2021 წლის BMW X2 xDrive25e PHEV-ს 217 ცხენის ძალა აქვს
ჰიბრიდული ბატარეა სავარძლების ქვეშაა და ტვირთისთვის სივრცეზე მცირედ გავლენას ახდენს.
BMW X2 xDrive25e ევროპისთვის გამოვა და კუპეთი შთაგონებული ფლაგ ინ ჰიბრიდი კომპაქტური კროსოვერი იქნება. ის X1 xDrive25e-ს იმავე აგრეგატით შეუერთდება, თუმცა, მას უფრო დახვეწილი სტილი ექნება. ევროპაში გაყიდვები 2020 წლის ივლისიდან დაიწყება.
X2 xDrive25e-ს 217 ცხენის ძალა და 383ნმ აქვს.1.5-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი შიგაწვის ძრავა ძალას წინა თვლებს აწვდის, უკანებს კი ელექტრო მოტორი აბრუნებს. 0-100კმ/სთ-ამდე 6.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 195კმ/სთ.
ლითიუმის-იონის ბატარეა სავარძლის ქვეშაა მოთავსებული და 10კვ/სთ-ს გამოიმუშავებს. ბოლომდე დამუხტულზე ავტომობილს 57 კილომეტრის გავლა შეეუძლია. აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად დაკიდების სისტემა 10 მილიმეტრით დაბალია, ვიდრე სტანდარტულ X2-ზე.
განახლებულ წინა ნაწილს ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები აღარ აქვს, რაც „ცხვირის“ დიზაინს უფრო მკაფიოს ხდის. LED წინა მაშუქები სტანდარტულია. დისკები 17-იანია. დაბოლოებებს ასო U-ს ფორმა აქვს.
X2 PHEV-ისთვის ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლი სტანდარტულია. ჰაერის მდგომარეობის კონტროლი „სმარტფონის“ აპლიკაციის საშუალებით შეიძლება. ახალი ხელსაწყოები ჰიბრიდული სისტემის მდგომარეობას და მოხმარების მაჩვენებლებს ასახავს. უკანა სავარძლები იკეცება. ბატარეა ტვირთისთვის სივრცეს მცირედით ამცირებს. ახლა ბარგისთვის სივრცე 410-1290 ლიტრია, რაც დამოკიდებულია იმაზე, დაკეცილია თუ არა უკანა სავარძლები.