ელექტრომობილი, ბიემვი, ბიემვი ნოიე კლასე, ბიემვი აიიქს3
Aa
Aa

BMW EV: ყველაზე მაღალი გამავლობის მანქანა ისტორიაში?

ჩვენ ვიცოდით, რომ BMW-ს მომავალი თაობის Neue Klasse-მოდელები ეფექტიანი იქნებოდა, უბრალოდ არ ვიცოდით რამდენად. დღეს გერმანულმა ავტომწარმოებელმა მისი შემდეგი თაობის EV პლატფორმის აღწერა გამოაქვეყნა - და რიცხვები შთამბეჭდავია.

BMW-ს ახალი Gen6 eDrive ელექტრო პლატფორმის დახმარებით, გერმანელების ზოგიერთ მოდელს ერთი დამუხტვით 900 კილომეტრის დაფარვა შეეძლება - მცირედით ნაკლების, ვიდრე ნავარაუდები იყო. მაგრამ ეს მაჩვენებელი მაინც უკეთესია ყველა იმ ელექტრომობილზე, რომლებიც ამჟამად გზებზე გადაადგილდებიან.

Neue Klasse-ის ყველაზე ნაკლებად ეფექტიან მოდელებსაც კი (და შესაძლოა ყველაზე სპორტულსაც) მინიმუმ 585 კმ-ის გამავლობა მაინც ექნებათ.

ახალი 800-ვოლტიანი არქიტექტურა, სტანდარტული პრიზმული უჯრედებისგან განსხვავებით, ცილინდრულ უჯრედებს გამოიყენებს და პირდაპირ, მაღალი ძაბვის ბატარეის პაკეტში (მოდულების ნაცვლად) იქნება ინტეგრირებული.

Gen6-ის პირველ ახალ პლატფორმას წლის ბოლოს iX3 ელექტრო კროსოვერში ვიხილავთ. i3 სედანი იმავე ტექნოლოგიით მომავალ წელს უნდა გამოჩნდეს. დამატებით BMW, 2028 წლისთვის, მინიმუმ ოთხი ახალი ელექტრომობილის წარდგენას გეგმავს, რომელთაც ახალი ტექნოლოგია ექნებათ.

მსგავსი სიახლეები