ჯარიმები, ილონ მასკი, ელექტრომობილები, სასამართლო, ტესლა
Aa
Aa

Tesla-ს კვლავ პრობლემები აქვს | რას ედავებიან კომპანიას?

იანვრის ბოლოს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ადმინისტრაციამ (OSHA) ტეხასის გიგაქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც Tesla-ს ბრალეულობაზე მიუთითებდა. ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ინჟინრის სიცოცხლე ემსხვერპლა, აგვისტოში მოხდა. OSHA-მ გამოძიება მყისიერად დაიწყო და რამდენიმე თვის შემდეგ, საქმე დახურა.

ადმინისტრაციის განცხადებით, გამოძიება დასრულებულია და კონკრეტული მითითებებიც გაცემულია. თუმცა, OSHA-ს არ განუმარტავს კონკრეტულად რა დარღვევებთან გვქონდა საქმე და არც ჯარიმის ოდენობა გაუსაჯაროებია.


არსებული ინფორმაციით, OSHA-მ ამერიკული კომპანია გასულ წელს, ორი სხვა დარღვევისთვის, $7 000-ით უკვე დააჯარიმა. აშშ-ის შრომითი დეპარტამენტის თანახმად, დარღვევებისთვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა $16 550-ია. ხოლო ჯარიმა $165 000-მდე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა განზრახ ან განმეორებითაა ჩადენილი.

ანგარიშის თანახმად, ელექტრიკოსი ვიქტორ გომესი Belcan-ში მუშაობდა, კომპანიაში, რომელმაც Tesla თავის გიგაქარხნისთვის დაიქირავა. მამაკაცმა დაზიანება ელექტროპანელზე შეხებისგან მიიღო მაშინ, როდესაც ჩათვალა, რომ ის გამორთული იყო. პირი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახმა Tesla-სა და Belcan-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა. და ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც Tesla მსგავსი საჩივრის წინაშე დადგა. თანამშრომელთა უსაფრთხოების დარღვევისთვის OSHA-მ ამერიკული კომპანია 2023 წელს $38 000-ით დააჯარიმა.

მსგავსი სიახლეები