რალი, ფორდი, ტურბო, ცხელი ჰეჩბეკი, მიცუბიში ევო, რალის მსოფლიო ჩემპიონატი, ფორდ ერესი, ფოკუსი, კოლინ მაკრეი, სუბარუ იმპრეზა
Aa
Aa

არასრულფასოვანი, მაგრამ ძალზედ დატენილი Ford Focus RS-ი

რალის მიერ ინსპირირებული მოდელები წარსულში უამრავი იყო. თუმცა, დღეს ეს ფუფუნება ავტომოყვარულებს ნამდვილად გვაკლია, რადგან 80-90-იან წლებში თითქმის ყველა მწარმოებელს სპორტული მოდელი უხვად ჰყავდა. დღევანდელ ჩვენ გმირს ეს არ ეხება, რადგან Ford Focus RS დღესაც იწარმოება და საკმაოდ პოპულარულია.

Ford Focus RS (Mk1) | High Mile Club - PistonHeads UK

პირველი თაობის Focus RS მოდელი 2002 წელს გამოჩნდა. ეს იყო რალის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი, რომელსაც ლეგენდარული კოლინ მაკრეი და კარლოს საინზი 90-იანების მიწურულს მართავდნენ. აღნიშნულ პროექტში Ford-მა ძალიან დიდი ფინანსები ჩადო და სარბოლო მანქანაც საკმაოდ შედეგიანი გამოვიდა. იმისთვის, რომ მწარმოებელს რალიში მონაწილეობის უფლება ჰქონოდა, წესების მიხედვით ამ მოდელის სამოქალაქო ვერსიაც უნდა ეწარმოებინა. სწორედ ეს გახდა Ford Focus RS-ის დაბადების მიზეზი.

RE: Ford Focus RS (Mk1) | High Mile Club - Page 1 - General Gassing -  PistonHeads UK

გამოჩენისთანავე ყველას ეგონა, რომ აღნიშნული ავტომობილი Mitsubishi Evo-ს და  Subaru Impreza-ს კონკურენტი იქნებოდა. თუმცა პრეზენტაციისას გაირკვა, რომ Focus-ი წინა წამყვანი იქნებოდა. ეს ფაქტი რალის გულშემატკივრებისთვის სამწუხარო იყო, მაგრამ ამ ავტომობილმა ენთუზიასტების გულში მაინც შეაღწია. ავტომობილი სრულად იყო მოდიფიცირებული და უბრალო Focus-თან თითქმის არაფერს იზიარებდა. Duratec-ის 2-ლიტრიანი ტურბო ძრავა საკმაოდ ძლიერი იყო, მას 212 ცხენის ძალა და 310 ნიუტონი ჰქონდა. ამ მაჩვენებლებით დღეს ვეღარავის გააკვირვებთ, თუმცა 2002 წელს შემაშინებლად ჟღერდა. 0-დან 100-მდე 5.9 წამში ჩქარდებოდა და უამრავი ისეთი დეტალით იყო აღჭურვილი, რომლებსაც მხოლოდ ავტოსპორტში შეხვდებოდით: Quaife-ის ბლოკირებული დიფერენციალი, Brembo-ს დიდი სამუხრუჭე სისტემა, Garrett-ის ტურბო, AP Racing-ის გადაბმულობის სისტემა, Sparco-ს სავარძლები, OZ Racing-ის 18-იანი დისკები და სხვა მრავალი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო ფაქტიც - აღნიშნული მოდელი სულ რაღაც 15 თვეში შეიქმნა.

The Mk1 Focus RS Turns 20 and It's Still One of the Most Fun FWD Cars Ever  Built - autoevolution

RS მოდელს რალის Focus-ისგან მხოლოდ უკანა სპოილერი და წინა ბამპერი ერგო. 2002-2003 წლებში სულ რაღაც 4501 ერთეულის აწყობა მოესწრო. ამ რაოდენობიდან თითქმის ნახევარი (2147) დიდ ბრიტანეთში გაიყიდა, რაც ჩვენს მიერ ზემოხსენებული კოლინ მაკრეის დამსახურება იყო. სამწუხაროა, რომ აღნიშნული მოდელი ოთხივე წამყვანი კონფიგურაციით და 280 ცხენის ძალით არ გამოდიოდა, რადგან შესაძლებელი იქნებოდა, რომ Subaru Impreza-ს და Mitsubishi Evo-ს ღირსეული მეტოქე ჰყოლოდა.

მსგავსი სიახლეები