რომელი ქვეყანა აწარმოებს ყველაზე მეტ ავტომობილს?
გასულ წელს, ავტომობილების გლობალურმა წარმოებამ 93.5 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც 2%-ით მეტია პანდემიამდელ პერიოდზე და 17%-ით უსწრებს 2022 წლის მაჩვენებელს. მონაცემები „ავტომწარმოებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის“ ანგარიშს ეფუძნება და მოიცავს ინფორმაციას, როგორც სამგზავრო ტიპის, ასევე კომერციულ ავტომობილებზე.
ავტომობილების გლობალური წარმოების ლიდერი ჩინეთია - წარმოებული ავტომობილების საერთო რაოდენობის მესამედით. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანა აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს იმაზე მეტი ავტომობილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში.
ამჟამად, ჩინეთს აქვს საშუალება აწარმოოს ორჯერ მეტი ავტომობილი, ვიდრე შიდა მოთხოვნაა. შედეგად, ქვეყანაში წარმოებული ავტომობილების დიდი წილი ქვეყანას საზღვრებს გარეთ, ექსპორტზე გააქვს. პარალელურად, ხელისუფლება წარმოების მიმართულებით ინვესტიციას აძლიერებს, განსაკუთრებით კი, ელექტრომობილების სექტორზეა ფოკუსირებული.
ჩინეთს მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები, გლობალური წარმოების 11.3%-იანი წილით. მასკის Tesla - ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი - დღეს მსოფლიოში ავტომობილების უმსხვილესი კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.4 ტრილიონს აღწევს.
მესამე ადგილზე იაპონიაა, გლობალური წარმოების 9.6%-ით, რომლის მთავარი წარმომადგენლებიც Honda და Toyota არიან. ხუთეულს კი, ინდოეთი და სამხრეთი კორეა ასრულებენ. საინტერესოა, რომ რეიტინგის პირველ ხუთეულში არცერთ ევროპულ ქვეყანას არ ვხვდებით. მხოლოდ ევროპის კონტინენტზე წარმოების ყველაზე მაღალი მოცულობით გერმანია გამოირჩევა, რომელიც გლობალური სიის მეექვსე ადგილზეა.
ქვეყანა |
მთლიანი წარმოება |
წილი, გლობალურ წარმოებაში |
|
1 |
ჩინეთი |
30,160,966 |
32.2% |
2 |
აშშ |
10,611,555 |
11.3% |
3 |
იაპონია |
8,997,440 |
9.6% |
4 |
ინდოეთი |
5,851,507 |
6.3% |
5 |
სამხ. კორეა |
4,243,597 |
4.5% |
6 |
გერმანია |
4,109,371 |
4.4% |
7 |
მექსიკა |
4,002,047 |
4.3% |
8 |
ესპანეთი |
2,451,221 |
2.6% |
9 |
ბრაზილია |
2,324,838 |
2.5% |
10 |
ტაილანდი |
1,841,663 |
2.0% |