ჰიუნდაი, ტოიოტა, მაზდა, მაზდა ემექს-5, მაზდასფიდი, მაზდა სფირით რეისინგი
Aa
Aa

სარბოლო სულით და მეტი ცხენის ძალით: Mazda MX5

წლებია, Mazda MX-5 ბაზარზე ენთუზიასტთა საყვარელ და ამავდროულად, ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ სპორტულ ავტომობილად რჩება. მიმდინარე წლის დასასრულს კი, ალბათ, ავტომოყვარულთათვის ის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, რადგან Mazda ამ მოდელის ახალ, სარბოლო ვერსიას შემოგვთავაზებს.

რეალურად, ეს მოდელი Mazda-მ გასულ თვეში, Tokyo Auto Salon-ზე უკვე წარადგინა. თუმცა ახლა უკვე მისი წარმოებაში ჩაშვება იგეგმება. თავის მხრივ, Mazda-ს მთავარი კონკურენტები, Toyota და Hyundai ბოლო წლებში საწარმოო ხაზს აქტიურად აახლებდნენ - მათ შორის, Gazoo Racing-ისა და N-ის ბრენდების გაშვებით. მსგავსი მიმართულებით, Mazda-ს წარსულში Mazdaspeed-ი ჰქონდა, რომლის პირდაპირი „შთამომავალი“ ახლა Mazda Spirit Racing-ი იქნება.


მაღალი წარმადობის მქონე ავტომობილების ბაზარზე დაბრუნებას Mazda სწორედ Mazda MX5-ის განახლებული ვერსიის წარდგენით აღნიშნავს. არსებული ინფორმაციით, ამ მოდელის სერიული ვერსია მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა და თითქმის იდენტური იქნება იმისა, რაც გასული წლის ბოლოს ტოკიოში ვიზილეთ.

დიდი ალბათობით, წარმოება მხოლოდ 200 ერთეულით შემოიფარგლება და იაპონიის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ეს ფაქტი, ალბათ Mazda-ს სხვა გულშემატკივრებს გაანაწყენებს, თუმცა იმედია, მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებლის სურვილებს დააკმაყოფილებს.


პირველი რაც თვალში გვხვდება, სტანდარტული ვერსიისგან ამ მოდელის განსხვავებული ვიზუალური მახასიათებლებია. ახალი სპლიტერი, ბევრად გლუვი გვერდითი გარსშემომდენი და შავი, Rays TE37-ის საბურავები, ავტომობილს მეტად სპორტულ იერსახეს სძენს. ამას ემატება სალონში Recaro-ს სავარძლები და წითელი დეტალები.


ბევრი ცვლილება განხორციელდა ავტომობილის კაპოტქვეშაც. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი 2-ლიტრიანი ატმოსფერული, 3-ცილინდრიანი ძრავაა, რომელიც ახალი მანაწილებელი ლილვებით, დგუშებით, გამომშვები კოლექტორითა და ცილინდრის თავით აღიჭურვა. შედეგად, Mazda 197 ცხენის ძალას და უფრო მეტ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, ვიდრე სტანდარტული მოდელი. Bilstein-ის ამორტიზატორი და სპეციალური საბურავები კი შექმნილია იმისათვის, რომ MX5-ის მართვა ავტომოყვარულთათვის კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოს.

მსგავსი სიახლეები