რეიტინგი, ტესლა მოდელ იქს ფლეიდი, რივიან ერ1ესი, ლოტუს ელეტრე ერი, ასტონ მარტინ დიბიიქს 707, პორშე კაიენი ტურბო ჯით
Aa
Aa

2025 წლის ყველაზე სწრაფი SUV-ია...

ბოლო წლების განმავლობაში, SUV-ების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუ სულ რაღაც ოთხი წლის წინ, ყველაზე სწრაფი SUV-ების ოცეულში, ბოლო ადგილზე მყოფი მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-ს 4 წამში აღწევდა, ახლა ეს შედეგი 3.5 წამამდეა შემცირებული.

ამ შედეგიდან გამომდინარე, წლევანდელ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ისეთი პოპულარული მოდელები, როგორებიცაა X3-ისა და X5-ის M-ვერსიები, Range Rover Sport SV, Maserati Grecale Trofeo და ა.შ. სხვა მხრივ, სია მოიცავს, როგორც ტრადიციულ, ასევე ელექტრო ავტომობილებს და ფოკუსირებულია ორ ძირითად მაჩვენებელზე: 0-დან 100-მდე აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე.


2025 წლის ყველაზე სწრაფი SUV-ი ამერიკული Tesla Model X Plaid-ია. ელექტრომობილი 0-დან 100-მდე 2.5 წამში ჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს კი, 260 კმ/სთ-ს ავითარებს. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემია. არაოფიციალურად, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც 0-დან 100-მდე აჩქარება ელექტრომობილმა უფრო მოკლე დროშიც მოახერხა. ავტომობილი 1 020 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 2 300 კილოგრამამდე იწონის.


მეორე ყველაზე სწრაფი SUV-ი 2025 წლის Rivian R1S Tri-Motor-ია. მანქანა 0-დან 100-მდე 2.9 წამში ჩქარდება და მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია. ამ დროისთვის, სამძრავიანი R1S მსოფლიოში მეორე, ყველაზე სწრაფი SUV-ია. R1S Dual-ის მსგავსად, ეს შენიღბული ჰიპერქარი ნამდვილად არაა. მოდელი მაღალმთიანი მოგზაურობებისთვის განკუთვნილი SUV-ია, რომელიც ყველა სახის რელიეფს უმკლავდება და ერთი დამუხტვით, 600 კილომეტრზე მეტს გადის.


შემდეგი 2024 წლის Lotus Eletre R-ია. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 265 კილომეტრ/საათია, ხოლო 0-დან 100-მდე მოდელი 2.95 წამში ჩქარდება. Lotus-ის ახალი მოდელი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 905 ცხენის ძალას და 980 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 


0-დან 100-მდე 3.1 წამში ჩქარდება 2025  წლის Aston Martin DBX707. ავტომობილის ორტურბინიანი 4-ლიტრიანი V8 ძრავა 697 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ჰიბრიდულ დახმარებასაც არ საჭიროებს. ამ პრაქტიკული, 5-ადგილიანი SUV-ის მაქსიმალური სიჩქარე კი - 310 კმ/სთ-ს აღწევს.

Aston Martin-ის მსგავსად, 0-დან 100-მდე 3.1 წამში ჩქარდება 2025 წლის Porsche Cayenne Turbo GT-იც. თუმცა ამ უკანასკნელის მაქსიმალური სიჩქარე შედარებით დაბალი, 304 კმ/სთ-ია. Cayenne ორტურბინიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უნდა აღინიშნოს მისი 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სრულად ამძრავი სისტემაც. ავტომობილს არც დაბალი ღირებულება აქვს და ის, $205 795-დან იწყება.

2025 წლის ყველაზე სწრაფი SUV-ების დარჩენილი 15 მოდელი კი ასე გამოიყურება: 

2025 Porsche Macan Turbo - 0-100: 3.1 წამში;
2025 Ferrari Purosangue - 0-100: 3.3 წამში;
2025 Hyundai Ioniq 5 N - 0-100: 3.3 წამში;
2025 Ford Mustang Mach-E GT - 0-100: 3.3 წამში;
2025 Lamborghini Urus SE - 0-100: 3.4 წამში;
2025 Audi RS Q8 Performance - 0-100: 3.4 წამში;
2025 Mercedes-AMG GLC 63 S E Performance - 0-100: 3.4 წამში;
2025 Mercedes-AMG EQE SUV - 0-100: 3.4 წამში;
2025 Rivian R1S Dual - 0-100: 3.4 წამში;
2025 Kia EV6 GT - 0-100 <3.5 წამში;
2025 Ford Mustang Mach-E Rally - 0-100: 3.4 წამში;
2025 Porsche Cayenne Turbo E-Hybrid - 0-100: 3.5 წამში;
2025 Dodge Durango SRT Hellcat - 0-100: 3.5 წამში;
2025 Tesla Model Y Performance - 0-100: 3.5 წამში;
2025 GMC Hummer EV SUV - 0-100: 3.5 წამში;

მსგავსი სიახლეები