Mercedes AMG ლეგენდარულ C63-ს ნანატრ დიდებას უბრუნებს
გერმანელებმა C63-ის მოყვარულები შეიძლება ითქვას განარისხეს, როდესაც ამ მოდელიდან 4-ლიტრიანი V8 ამოიღეს და ის ბევრად პატარა, 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით ჩაანაცვლეს. ამის საპასუხოდ, ავსტრიულმა ფირმამ Vuk Manufaktur-მა, W206 C63 აიღო, მასში V8 მოათავსა და შექმნა ის, რასაც გერმანული ავტომწარმოებლის თითოეული ენთუზიასტი AMG-ისგან მოელოდა.
როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა Mercedes AMG-ის გუნდიც დააფიქრა. მიუხედავად, კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან, თავდაპირველად, ჭორებიც უარყოფისა, ახალი ანგარიში სრულად საპირისპიროს ამტკიცებს. უახლესი ანგარიშის თანახმად, V8-ს სიმძლარე C63-ში უახლოეს წლებში კვლავ დაბრუნდება.
ინფორმაციას ბრიტანული ჟურნალი Autocar-ი, გერმანულ ავტომწარმოებელთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისინი ადასტურებენ, რომ Mercedes-ი ახალ V8 ძრავაზე მუშაობს, რომელსაც სავარაუდოდ 2026 წლის მოდელში ვიხილავთ. სავარაუდოდ, ეს ვერსია C63-ის გასულ თაობაში არსებულ 4-ლიტრიან V8-ის ბაზაზე შეიქმნება, რომელიც რამდენიმე მოდელში, მათ შორის SL63-ში კვლავ შენარჩუნებულია.
ცნობისთვის, C63-ის არსებული თაობა Plug-in ჰიბრიდულ სისტემას იყენებს, რომელიც 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავისა და ავტომობილის უკანა ნაწილში, დამონტაჟებულ ელექტროძრავას აერთიანებს. ამას ემატება 6.1-კილოვატიანი, ლითიუმ-იონური ბატარეის პაკეტი. შედეგად, ავტომობილი 671 ცხენის ძალას და 1 020 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოდელი 2 200 კილოგრამსაც იწონის.
შედარებისთვის, მისი წინამორბედი, C63, რომელსაც ახლა ყველა ავტომოყვარული მისტირის, ორტურბინიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი და 503 ცხენის ძალას და 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა ეს უკანასკნელი ბევრად მსუბუქი იყო და 1 800 კილოგრამამდე იწონიდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრე ახალ მოდელში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, 4-ცილინდრიანმა ვერსიამ ენთუზიასტებს თავი ნამდვილად ვერ შეაყვარა.