ილონ მასკი, გაყიდვები, ელექტრომობილები, ტესლა, ფოლცვაგენი, რენო, სტელანტისი
Aa
Aa

ევროპაში Tesla-ს აღარავინ ყიდულობს | ვინ ჩაანაცვლა ამერიკელები?

ევროპის მასშტაბით, Tesla-ს გაყიდვები დრამატულად იკლებს. 2025 წლის პირველ თვეში, ამერიკული კომპანიის გაყიდვები ევროპის კონტინენტზე 45%-ით დაეცა. 50.3%-იანი ვარდნა დაფიქსირდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. გაყიდვების სუსტს მაჩვენებელს Tesla-ს მფლობელის პოლიტიკურ კარიერას უკავშირებენ.

საინტერესოა, რომ Tesla-ს გაყიდვები დაეცა მაშინ, როდესაც ევროპაში ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების გაყიდვები 37%-ით გაიზარდა. ეს კიდევ უფრო ამყარებს ზემოთ არსებულ მოსაზრებას, რადგან ფაქტია, ევროპას ნულოვანი გამონაბოლქვის მანქანებთან პრობლემები არ აქვს.


ევროპის ავტომწარმოებლების ასოციაციის მონაცემებით, Tesla-მ 2025 წლის იანვარში, ევროპის მასშტაბით, 9 945 ერთეული ავტომობილი გაყიდა. 2024 წლის იანვარში, ეს მაჩვენებელი 18 161 ერთეულს აღწევდა. ძირითადი ვარდნა მოდის გერმანიაზე (-60%) და საფრანგეთზე (-63%).

შედარებისთვის, რომ ვთქვათ, Tesla-ს შედეგები იმდენად ცუდი იყო, რომ ჩინურმა SAIC Motors-ც კი ორჯერ მეტი მანქანის გაყიდვა მოახერხა. კომპანიამ 2025 წლის იანვარში ევროპის ბაზარს 22 994 ერთეული ავტომობილი მიაწოდა.

ნახსენები მიზეზის გარდა, Tesla-ს ვარდნას ორ ფაქტორსაც უკავშირებენ. მათ შორის ერთი ინვენტარის დეფიციტია, მეორე კი, Model Y-ს განახლებების შეფერხება.

რეგიონში ფავორიტი კვლავ ჰიბრიდებია - 34.9%-ით, შემდეგ მოდის ბენზინზე მომუშავე ავტომობილები - 29%-ით, ელექტრომობილების წილი დაახლოებით 17%-ია. საინტერესოა ისიც, რომ ავტომწარმოებლებს შორის ახალი ავტომობილების რეგისტრაციით ლიდერი Volkswagen Group-ის კომპანიებია. მას მოჰყვება Stellantis-ისა და Renault Group-ში შემავალი ფირმები.

 

მსგავსი სიახლეები