კრიშტიანუ რონალდუს ეგზოტიკური ავტოფარეხი
მსოფლიოში უმდიდრეს ფეხბურთელს ცნობილ ადამიანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეგზოტიკური ავტოფარეხი აქვს. Ferrari-თ დაწყებული, Bugatti-ით დასრულებული - კრიშტიანუ რონალდუს ჰყავს ყველა ის ავტომობილი, რომელზეც ერთხელ მაინც გიოცნებიათ.
პორტუგალიელის ავტოფარეხის მთავარი ღირსება 2022 წლის Bugatti Centodieci-ია, რომელიც $9 მილიონადაა შეფასებული. ამ სუპერქარის მხოლოდ 10 ეგზემპლარი დამზადდა და ერთ-ერთის მფლობელი, სწორედ Real Madrid-ის ყოფილი ფეხბურთელია. Centodieci-ის ფლობა, სპორტსმენის ექსკლუზიურობისადმი სიყვარულს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. ავტომობილი 8-ლიტრიანი, W16 ძრავითაა აღჭურვილი და 1 578 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალურ სიჩქარეს კი, 380 კმ/სთ-ზე აღწევს.
რონალდუს ძვირად ღირებულ ავტომობილებში Bugatti-ის კიდევ ერთი მოდელია. ეს 2017 წლის Bugatti Chiron-ია, რომელშიც ფეხბურთელმა $3 მილიონზე მეტი გადაიხადა. ეს მოდელი 8-ლიტრიანი W16-ითაა აღჭურვილი და 1 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი სიჩქარითა და სიმდიდრით გამორჩეული მოდელი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.4 წამში ჩქარდება.
პორტუგალიელის მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი 2019 წლის McLaren Senna-აა. ამ მოდელმა სახელწოდება ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, აირტონ სენას პატივსაცემად მიიღო. ავტომობილი $1 მილიონადაა შეფასებული და მისი მხოლოდ 500 ეგზემპლარი არსებობს. Senna 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ერთდროულად შექმნილია მაღალი წარმადობისთვის და ტრასებზე გადასაადგილებლად.
რონალდუს საკუთრებაშია 2011 წლის Ferrari 599 GTO-ც. შუაძრავიანი სპორტული ავტომობილი 330 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და $410 000-ად არის შეფასებული. მოდელი სულ 599 ეგზემპლარად შეიქმნა, რაც მას ერთ-ერთ უიშვიათეს მანქანად აქცევს რონალდუს კოლექციაში.
2022 წლის Rolls-Royce Dawn-ი კი, ფეხბურთელმა საჩუქრად ჯორჯინა როდრიგესისგან მიიღო. ავტომობილი 6.6-ლიტრიანი V12-ითაა აღჭურვილი და 563 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მანქანის საბაზო ღირებულება $356 500-ია.