V8, რეგულაციები, ამერიკის შეერთებული შტატები, როუდსტერი, მორგან  აერო, ბი ემ ვი, 4.8 is
Aa
Aa

BMW-ის ძრავა ბრიტანულ Morgan Aero-ში

ჩვენი მკითხველისთვის უამრავი მოდელი შეგვიხსენებია, რომლებსაც წარმატებისკენ ადვილი გზა არ გაუვლიათ. ზოგი საერთოდ გაქრა, ზოგმაც დიდი პაუზებით მოაღწია დღემდე. ამ რთულ გზას თავისი მიზეზები აქვს: წარმოებისთვის დიდი ხარჯები, არასწორი პოლიტიკა, გამოუცდელობა, რეგულაციების გამკაცრება და სხვა. თუმცა ეს მიზეზები ავტომოყვარულებს ნაკლებად აინტერესებთ, რადგან მათ ავტომობილები რეალურ დროში მართვისას უყვართ და არა ფურცლებზე. ბიუროკრატიის ადგილი ავტომოყვარულებში ნამდვილად არ არის, მაგრამ წარმოების გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Beautiful One-Owner 2003 Morgan Aero 8 Comes Up for Sale - autoevolution

Morgan Aero 8 - ეს ის ავტომობილია, რომელიც 50-იან წლებშიც კი აწარმოებდა სპორტულ მოდელებს, თუმცა 1964 წლის შემდეგ მისგან სიახლე აღარავის გაუგია. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ კომპანიამ ფლაგმანური მოდელი კვლავ გააცოცხლა და 2000-იანების მეორე ნახევარში ახალი Aero 8 ვიხილეთ. მიუხედავად 50 - წლიანი ინტერვალისა ავტომობილი მაინც ძველ სტილს ატარებდა, მასში ახალი ტექნოლოგიებისა და რეტრო სტილის სინთეზი იდეალურად იყო შერწყმული.

Bonhams Cars : 2008 Morgan Aero 4.8-Litre Roadster Chassis no.  SA9AERO8048MJ067

თუ BMW-ს გულშემატკივრებმა Morgan Aero 8-ის შესახებ არ იცით, მაშინ აუცილებელია, რომ ეხლა გაიგოთ. რა შუაშია ბრიტანული Morgan-ი და BMW? მისი კაპოტის ქვეშ ლეგენდარული M64 V8 დგას! 2000 წლიდან მოყოლებული მოდელი ბევრჯერ განახლდა, მაგრამ მასში BMW-ის 8-ცილინდრიანი ძრავა ვერაფერმა ჩაანაცვლა. Aero-ს ყველაზე ძლიერ ვერსიაში 4.8is-ის 362-ცხენისძალიანი აგრეგატი იყო მოთავსებული. წარმოიდგინეთ ძრავა, რომელიც 2200-კილოგრამიან X5-ს სპორტული სედანივით აჩქარებს, ახლა ის მოათავსეთ 1200-კილოგრამიან Morgan-ში და წარმოიდგინეთ ავტომობილის აჩქარება: 100 კმ/სთ-მდე მისაღწევად სულ რაღაც 3.9 წამი საკმარისი იყო. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ამ აგრეგატს 2-ჯერ ნაკლების წონის ტარება უწევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამოქალაქო გადაადგილებისთვის ძრავა თავისი შესაძლებლობების 20 %-საც კი არ იყენებდა.

Morgan Aero SuperSports Review

პატარა ბრიტანული კომპანია წელიწადში მხოლოდ 8 ერთეულის აწყობას ახერხებდა. მათ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ იმისა, რომ ავტომობილი ამერიკულ ბაზარზე წარმატებით გაეყიდათ. თუმცა 2000-იანებში ამერიკაში ძალიან მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. Morgan-ის ხელმძღვანელობას ძალიან სურდა ამერიკის ბაზარი და ამ რეგულაციების დასაკმაყოფილებლად 1 000 000-ზე მეტი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს. ამ თანხის ინვესტიცია ისეთი მცირე კომპანიისთვის, როგორიც ბრიტანული Morgan-ი იყო ძალიან დიდ პრობლემად იქცა. სწორედ ამ მიზეზის გამო ავტომობილის თვითღირებულება 95 000 დოლარამდე გაიზარდა და საპასუხოდ მომხმარებელი ისეთ ავტომობილს ღებულობდა, რომელსაც ABS-ის კი არ ჰქონდა. ამასაც რომ თავი გავანებოთ გამოსაბოლქვი სისტემის გახურებისგან ინტერიერში ძალიან ცხელოდა. აგრეთვე ავტომობილის სახურავი მოძრავი ტენტისგან არ იყო შექმნილი და მისი ტრანსფორმირება მხოლოდ ხელით იყო შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები