კლასიკური ავტომობილები, კოლექცია, ბიემვი, ბიემვი მეხუთე სერია, ბიემვი 507, ბიემვი ეფ76
Aa
Aa

BMW-მ კლასიკური ავტომობილებისთვის ონლაინ მუზეუმი შექმნა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ თავისი კლასიკური ავტომობილების მოყვარულთათვის ახალი, ონლაინკატალოგი შექმნა. კოლექცია, რომელიც კომპანიის საკულტო ავტომობილებს აერთიანებს, BMW Group-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. კატალოგი სულ მცირე 424 განსხვავებულ მოდელს აერთიანებს, სხვადასხვა ტიპისა და წარმოების წლების მიხედვითაა დაყოფილი და ერთიანობაში, BMW-ის ისტორიას წარმოგვიდგენს.


ონლაინმუზეუმში, როგორც მას უკვე უწოდეს, მოდელების შესახებ დეტალური ინფორმაცია და ფოტოებია მოცემული. ვებგვერდზე შეხვდებით ყველაფერს, ომამდელი BMW 507-ითა და 3-ბორბლიანი BMW F76-ით დაწყებული, მეხუთე სერიით დასრულებული. თითოეული მოდელი დაყოფილია ქრონოლოგიურად, ძარის ტიპისა და სერიების მიხედვით.


სურათის გაფართოებისას ავტომობილზე დეტალური ინფორმაცია გამოდის და ამ მოდელის სხვა ვერსიების დასახელებებიც იშლება, რომლებზე გადასვლაც ასევე შესაძლებელია. კლასიკური ავტომობილების მფლობელთათვის, ეს განსაკუთრებით გამოყენებადია, რადგან სათადარიგო ნაწილების ბმულებიც მითითებულია.

მსგავს სტილში, Mini Heritage-ისა და BMW-ს მოტოციკლების კოლექცია უკვე დაარქივირებულია, რაც ალბათ ნიშნავს, რომ მათ ონლაინკოლექციასაც უახლოეს პერიოდში ვიხილავთ.

„ჩვენ, ისტორიული მოდელების მიმოხილვა ონლაინ, ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადეთ. ამით კი, მომხმარებლების მაღალი მოთხოვნა, მიიღონ საკულტო ავტომობილებზე უფრო მეტი ინფორმაცია, დავაკმაყოფილეთ. ამ და სხვა ციფრული ხელსაწყოებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ მომხმარებელთა კმაყოფილება“, - განაცხადა BMW Group Archives-ის ხელმძღვანელმა, კატრინ გფრერერმა.

მსგავსი სიახლეები