დიდი კონკურენციის დასასრული | M5 ნამდვილი მეფეა
Aa
Aa

დიდი კონკურენციის დასასრული | M5 ნამდვილი მეფეა

BMW M5-ს, გამოშვების პირველი დღიდან, ბევრი კრიტიკა მოჰყვა - განსაკუთრებით, მისი სიმძიმის გამო. 2.5-ტონიანი M5-ის მართვა, ტრასებზეც, არც თუ ისე კარგი გასართობი უნდა ყოფილიყო. თუმცა CarWOW-ს გუნდმა გერმანული გიგანტის გამოცდა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა და ამჯერად, მას მთავარი კონკურენტები RS7 Performance და Mercedes-AMG GT 63 დაუპირისპირა.

რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძლიერია ეს მანქანები, სტატისტიკას უნდა გადავხედოთ. BMW-ის უახლესი თაობის მოდელი 4.4-ლიტრიანი V8-ითა და ელექტროძრავით იკვებება. შედეგად, ავტომობილი 727 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით საშუალებით, ძრავის სიმძლავრე ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. M5 კოლოსალურ, 2 435 კგ-ს იწონის!

ახლა მისი კონკურენტების შესახებ: 4-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილი RS7, მის მთავარ კონკურენტზე შედარებით ნაკლებს, 630 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა შედარებით მსუბუქიცაა და 2 065 კილოგრამს იწონის. ეს მოდელიც 8-სიჩქარიანი ავტომატიკაა და სრულად ამძრავია.

და ბოლოს, თქვენ წინაშეა AMG. ასევე 4-ლიტრიანი V8, რომელიც 639 ცხენის ძალას და 900 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. AMG GT 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი და 2 135 კგ-ს იწონის.

ახლა მთავარი კითხვა ისაა, ეყოფა თუ არა M5-ს ჰიბრიდული სიმძლავრე გასამარჯვებლად. რადგანაც მხოლოდ სიმძლავრე საქმეს არ უშველის, როდესაც საქმე, მსგავსად „მძიმეწონიან“ მოდელთან გვაქვს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და შეგიძლიათ, კონკურენტების ამაღელვებელი დაპირისპირება თქვენი თვალით იხილოთ.

 

მსგავსი სიახლეები