იცოდით, რომ Tesla-ს Cybertruck-ს ცურვაც შეეძლო?
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი არიზონაში, შავი ფერის Tesla Cybertruck -ის მძღოლმა ძალიან ძვირად ღირებული შეცდომა დაუშვა. მძღოლმა მისი ელექტროპიკაპით პირდაპირ აუზში "შეცურა" და Cybertruck-ს მნიშვნელოვანი დაზიანებებიც მიაყენა. საბედნიეროდ, აუზი ამ დროს წყლისგან დაცლილი იყო. რაც ნიშნავს, რომ ელექტრომობილი სხვა მნიშვნელოვან დაზიანებებს გადაურჩა.
ავარიის ამსახველი ფოტომასალა ადგილობრივმა 3878 Firefighters-ის დეპარტამენტმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა. პოსტს შემთხვევის დეტალები მითითებული არ აქვს, თუმცა სავარაუდოა, რომ ელექტროპიკაპი გზიდან გადავიდა, ღობე გაამტვრია და აუზთან აღმოჩნდა.
View this post on Instagram
უნდა ითქვას, რომ NHTSA-ს ბოლო ტესტირებამ Cybertruck-ს უსაფრთხოების რეიტინგში უმაღლესი ქულები მიანიჭა. თუმცა ეს, აუზში ჩავარდნილი ელექტროპიკაპი შედარებით შელახულად გამოიყურება, განსაკუთღები კი, მისი წინა ნაწილი. დარტყმის დიდი ნაწილი ცხვირზე მოდის, წინა ბამპერი და კაპოტი დამსხვრეულია, საქარე მინა ჩამსხვრეული.
საბედნიეროდ, შემთხვევის დროს, ადგილობრივი სახანძრო ეკიპაჟი ტერიტორიასთან ახლოს იყო. მათ, ავტომობილის უკანა ნაწილზე საყრდენები განათავსეს, შემდეგ კი, მგზავრები უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებაც, თუმცა უცნობია დასჭირდათ თუ არა მათი მომსახურება Cybertruck-ის მგზავრებს.