ილონ მასკი, ელექტრომობილი, ტესლა, საიბერთრაქი, ტესლა საიბერთრაქი, მენსორი
Aa
Aa

Mansory-ის კიდევ უფრო მახინჯი Cybertruck-ი, უცნაური სახელწოდებით

წლების განმავლობაში, Tesla-ს ელექტროპიკაპის არაერთი, მოდიფიცირებული ვერსია ვიხილეთ. ამჯერად, Cybertruck-ის გადაკეთება თავის თავზე Mansory-მა აიღო და რა თქმა უნდა, ელექტრომობილი კიდევ უფრო „დაამახინჯა“. შედეგად, გერმანული ტუნერ კომპანიის წყალობით, Cybertruck-ი, რომელიც თავისი მკვეთრი ფორმების უჟანგავი ფოლადის კორპუსითაა ცნობილი, ახლა კარბონითაა შენიღბული.


ავტომობილში შეცვლილია მისი წინა და უკანა ბამპერებიც, დამატებული აქვს პატარა ფენდერები, კარბონის სარკის ჩარჩოები და განახლებულია ვენტილატორები და დიფუზორიც. Cybertruck-ში თითქმის სრულადაა შეცვლილი ინტერიერი და უნდა აღინიშნოს ბორბლების თაღებიც, რომელთაც განსხვავებული დიზაინი აქვთ.


ცნობისთვის, Cybertruck-ის კორპუსის კარბონის ვარიანტით შეცვლის მიუხედავად, ავტომობილზე განათებები არ გვხდება. თუმცა, წინა ნაწილზე მასიური, კარბონის პანელია განთავსებული, უკანა მხარეს კი, Mansory-ის მანათობელი ლოგოა მიმაგრებული. საქარე მინის ზედა ნაწილში დამატებულია LED-განათების ზოლიც, კარბონის აქცენტებით. და ბოლოს, უნდა ითქვას 26-ინჩიანი ალუმინის დისკებიც, რომელიც ერთი შეხედვით კარბონისას ჰგავს.

რაც შეეხება ინტერიერს, ის სრულად ნაცრისფერ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და ნაწილებში, ყვითელი აქცენტები დაჰყვება. სალონის ყველა კუთხეში Mansory-ის ბრენდინგის ელემენტებს შეხვდებით, თუმცა კომპანიის განცხადებით, მომხმარებელს ინდივიდუალური დიზაინის შეკვეთაც შეეძლება.


სახელიც არ უნდა გამოგვრჩეს. ამ მოდელს Mansory-მა Elongation-ი უწოდა, მიხვდებით, ვის „პატივსაცემადაც“. ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია: თქვენ შეიძლება ეს მოდელი ერთი შეხედვით არც თუ ისე ესთეტიკურად მოგეჩვენოთ, გზებზე ყურადღების მიპყრობა თუ გიყვართ, მაშინ ნამდვილად გამოგადგებათ.

მსგავსი სიახლეები