ავარია, კვლევა, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ 3, ტესლა მოდელ უაი
Aa
Aa

ელექტრომობილების შეკეთება იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ოდესმე

სხვადასხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი, აშშ-ის გზებზე, ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება. პარალელურად, იზრდება EV-ებით ავარიების შემთხვევები. მაგალითად, 2024 წელს, გასულ წელთან შედარებით, ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების ავარიების რიცხვი აშშ-ში 38%-ით გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, მაღალი ზრდაა თუმცა არა შოკისმომგვრელი, თუ მათ მზარდ პოპულარობასაც გავითვალისწინებთ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ EV-ების შეკეთება ახლა იმაზე ძვირიც ჯდება, ვიდრე ოდესმე.

უახლესი კვლევით დადგინდა, რომ ელექტრომობილების შეკეთებაზე მიმართვიანობამ 2024 წელს, სრული მონაცემის 2.7% შეადგინა. როგორც გითხარით, ეს რიცხვი 2023 წელთან შედარებით 38%-ით მაღალია. კანადაში, წლიურმა ზრდამ 34%, წილმა კი - 3.84% შეადგინა. ეს მაჩვენებელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელექტრომობილებზე გადასვლის სწრაფი მატების კიდევ ერთი მაჩვენებელია. ეროვნული მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 100-ზე მეტი, EV-ის განსხვავებული მოდელი გაიყიდა.

მთლიანი დანაკარგების სიხშირის გათვალისწინებით, ელექტრომობილების "გატოტალების" შემთხვევები ერთ წელში, 8%-დან 10.2%-მდეა გაზრდილი. გასაკვირი არაა, რომ რეიტინგს ამ მხრივ Tesla-ს მოდელები ლიდერობენ. მათ შორის ყველაზე ხშირია Model Y-ისა და Model 3-ის დამტვრევის შემთხვევები, შესაბამისად 31.43%-ით და 29.86%-ით. რეალურად, ეს ორი მოდელი, 2024 წელს ელექტრომობილებზე მიმართვიანობის 60%-ს შეადგენდა. თუ გავითვალისწინებთ Model S-სა და (5.53%) Model X-ს(4.58%), მაშინ Tesla-ს მოდელების საერთო მოცულობა 71%-მდე იზრდება.

ავტომობილები

შეკეთების ღირებულება

ბატარეაზე მომუშავე EV

$ 6,236

შიგა წვის ავტომობილი

$ 5,066

ჰიბრიდი

$ 4,726

დანამატის ჰიბრიდების (PHEV) ელექტრომობილი

$ 5,583

ახალი შიგა წვის ავტომობილი

$ 6,127

რაც შეეხება შეკეთების ხარჯებს, Mitchell-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2024 წელს, ელექტრომობილების შეკეთება ყველაზე ძვირი ჯდება - სხვა ვარიანტებთან შედარებით. აშშ-ში ელექტრომობილების შეკეთების საშუალო ხარჯი 3%-ით, $6 236-მდე გაიზარდა. ხოლო შიგა წვის ძრავების ავტომობილების შეკეთების საშუალო ხარჯი დაახლოებით $5 000-ის ფარგლებში იყო.

მსგავსი სიახლეები