AMG-ის ელექტრო სუპერქარი უკვე გზაშია
Mercedes-ი მომდევნო რამდენიმე წელი ძალიან დაკავებული იქნება. გერმანული ავტომწარმოებელი 17 ელექტრომობილისა და 19 შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. პორტფელი ახალი პროდუქტებით გამრავალფეროვნდება, სრულიად ახალი CLA-თი დაწყებული, S-Class-ის ფეისლიფტით დასრულებული. ახალ მოდელებს შორის იქნება ელექტრო C-Class-ი და E-Class-ის სედანები, ასევე შედარებით პატარა ზომის G-Class-იც.
თუმცა ელექტრო სედანებისა და SUV-ების გარდა, Mersedes-ში მიაჩნიათ, რომ უფრო საინტერესო პროექტების შექმნაც შეუძლიათ. Autocar-ის ინფორმაციით ეს შესაძლოა კონცეპტუალური სუპერქარი იყოს, რომელიც 2025 წლის შუა რიცხვებისთვის გამოჩნდება. ელექტრომობილში, სავარაუდოდ, ღერძულა ელექტროძრავებს გამოიყენებენ, რომელიც ზემოთ ნახსენებ AMG-ის სედანსა და SUV-ში გვხდება. პირველი მოდელი GT 4-Door Coupe-ის არაპირდაპირი მემკვიდრე იქნება, რომელიც გასაყიდად 2026 წელს ჩაეშვება.
ძრავებზე Mercedes-ის საკუთრებაში არსებულმა Yasa-მ იმუშავა, რომელიც ასევე Lamborghini Temerari-სა და Revuelto-ს ამარაგებს. Yasa-ს ოთხძავიანი სისტემა გამოყენებულია Jaguar C-X75-სა და Vision One-Eleven-ის კონცეფტში. ამბობენ, რომ ახალი ელექტრომობილი 2023 წლის კონცეფციის შესაბამისად შეიქმნება, რომელიც თავის მხრივ, 1970-იანი წლების ექსპერიმენტული პროტოტიპების C111 სერიის საპატივსაცემოდ დამზადდა. ასევე, ახალი EV-ი სავარაუდოდ ნახევარგამტარული ბატარეით იქნება აღჭურვილი. ეს კი იმედისმომცემია, რადგან გასულ კვირას, EQS-ის პროტოტიპმა ტესტირებისას ერთი დამუხტვით 1 000 კილომეტრამდე დაფარა.
თუმცა ახალი სუპერქარი, ერთი დამუხტვით დიდი დიაპაზონის დაფარვაზე კონცენტრირებული არ იქნება. ეს როლი Vision EQXX-ს ერგო, რომელიც ისტორიაში ყველაზე ეფექტიანი Mercedes-Benz-ის სახელითაა ცნობილი. შესაძლოა ამ ელექტრომობილმა ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე AMG-ის წოდება მოიპოვოს, თუმცა ამისთვის GT 63 S E Performance-ის დამარცხება მოუწევს, რომელიც 100 კმ/სთ-ს 2.8 წამში აღწევს.
ამავდროულად, Mercedes-Benz-ის ბოლო მოხსენებაში F1-ის ძრავაზე მომუშავე ავტომობილიც გამოჩნდება, AMG-ის ფლაგმანთან ერთად. ეს მოდელი ისეთი ავტომობილების მემკვიდრედ განიხილება, როგორებიცაა CLK GTR და Black Series. ამ ეტაპზე გეგმაში მხოლოდ კონცეფტია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ტრასებისთვის ლეგალურ მოდელს 2027 წელს სერიულადაც ვიხილავთ.