გამძლე ავტომობილები, ყველაზე გამძლე, ტოიოტა ტაკომა, ჰონდა ფიტი, ფოლცვაგენ პასატი, რამ 1500, ნისან ფრონტიერი, შევროლეტ კოლორადო
Aa
Aa

ყველაზე გამძლე და სანდო მეორადი ავტომობილები

ახალი ავტომობილის ყიდვა, რა თქმა უნდა, ბევრად მიმზიდველია და ალბათ, უფრო დამამშვიდებელიც. მომხმარებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ავტომობილი ახალია, ყველაფერი გარანტირებულად კარგად იმუშავებს. თუმცა, ხშირად ბევრი ჩვენგანი, ფინანსური მიზეზების გამო, არჩევანს მეორად ავტომობილებზე აჩერებს. სწორედ ამ ტიპის მომხმარებლისთვის ახალი კვლევა შემუშავდა, რომელიც გამძლეობისა და სანდოობის გათვალისწინებით მეორადი ავტომობილების რეიტინგს წარმოადგენს - თანაც, ხელმისაწვდომ ფასად.


კვლევის ფარგლებში 700 000-ზე მეტი მეორადი ავტომობილი და 370 მილიონამდე ავტომობილის გარბენის მაჩვენებელი შეფასდა. ასევე დადგინდა, თუ საშუალოდ რამდენ წელს არიან ეს ავტომობილები ქმედითუნარიანნი.
სხვადასხვა ბიუჯეტის გასათვალისწინებლად, კვლევა ორ ძირითად კატეგორიაზე იყო ფოკუსირებული: 5 წლის და 10 წლის მეორადი მანქანები. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ, 5 წლის მოდელების შემთხვევაში, მყიდველები $26 000-ს იხდიან. შეთავაზებებს შორის ფავორიტია Honda Fit-ი, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, როგორც Jazz-ი.

iSeeCars-ის მონაცემებით, სტანდარტული 5 წლის Fit-ის ღირებულება 18 336 დოლარია. ეს ავტომობილი კი, შეძენის შემდეგ, საშუალოდ დამატებით 11.6 წელს გაგიძლებთ. Honda Fit-ი ლიდერია 10 წლის ავტომობილებს შორისაც. საშუალო ფასი ამ შემთხვევაში $12 ათასს აღწევს, ხოლო ხანგრძლივობა დამატებით 9 წელს.


რაც შეეხება პიკაპებს და SUV-ებს. პიკაპების შემთხვევაში 5 წლის მეორად მოდელებს შორის ყველაზე სანდო და გამძლე Nissan Frontier-ი აღმოჩნდა. მისი საშუალო ფასი $23 801-ია და დამატებით, 9-წლიან გამძლეობას გპირდებათ. მეორე მხრივ კი, ყველაზე ცუდი შეფასება Ram 1500-მა დაიმსახურა. ამ მოდელის ფასი $33 000-ს აჭარბებს, გამძლეობა კი, 7 წელიწადზე ოდნავ მეტია. 10-წლიან მეორად მანქანებში საუკეთესო შედეგები Nissan Frontier-მა, GMC Canyon-მა, Toyota Tacoma-მ და Chevrolet Colorado-მ აჩვენეს.

საინტერესოა, რომ SUV-ებს შორის, 5-წლიან მოდელებში საუკეთესო მაჩვენებელი Buick Encore-ს, Mitsubishi Outlander Sport-ს, Honda CR-V-ს ან Mitsubishi Outlander-ს უკავიათ. ხოლო 10 წლის მოდელებში Buick Encore, Jeep Compass, Mazda CX-9, Infiniti QX60, Mitsubishi Outlander Sport და Volvo XC60 გამოირჩევიან.

10 წლის მიხედვით, ავტომობილების ღირებულება და წლებში გამძლეობა ასე გამოიყურება:

მსგავსი სიახლეები