ევროპაში „მარტივი“ მანქანების ეპოქა ხელახლა იწყება
თანამედროვე საავტომობილო ბაზარზე მარტივ მანქანებს თითქმის ვეღარ იყიდით, ეს გასაგებიცაა: დამატებითი ფუნქციების გარეშე, ავტომწარმოებლები ბევრად ნაკლებ ფულს შოულობენ. ისეთი ტიპის აღჭურვილობა, როგორებიცაა სენსორული ეკრანი, ალუმინის დისკები თუ ელექტრო შუშები, ახლა უკვე სტანდარტად იქცა. თუმცა ზოგიერთი ბრენდი, როგორებიც თუნდაც Dacia და Stellantis-ი არიან, ე.წ. „მარტივი მანქანების“ გაყიდვიდანაც იღებენ საკმარის მოგებას.
ცოტა ხნის წინ, Fiat-მა ახალი, 2025 წლის მოდელი ცენტრალური მონიტორის გარეშე გამოუშვა. ახლა კი, Fiat-ს სხვა ორმა ავტომწარმოებელმაც მიბაძა. ესენი Opel-ი და Citroën-ი არიან, რომლებიც საინფორმაციო სისტემის გარეშე მათ ახალ მოდელებს, შესაბამისად Frontera-სა და C3 Aircross-ის უშვებენ. გადაწყვეტილება საკმაოდ გონივრულია, რადგან ეს მოდელები ერთი და იმავე პლატფორმას - Grande Panda-ს იზიარებენ. სენსორული ეკრანების ნაცვლად, სამივე მანქანას მობილურის სამაგრი მოჰყვება. ეს მძღოლებს საშუალებას მისცემს ნავიგაციისთვის საკუთარი მობილური ტელეფონები გამოიყენონ.
ფრანგული ავტომობილის ხელსაწყოთა პანელი ყველაზე კარგად გამოიყურება, რადგან მას, დანარჩენი მოდელებისგან განსხვავებით, იაფფასიანი პლასტმასას ფირფიტა არ აქვს. თუმცა ამ ხელმისაწვდომი ევროპული ავტომობილების სიმარტივე ცენტრალური ეკრანის არქონასაც სცილდება. იმის გათვალისწინებით თუ სად ყიდულობთ ავტომობილს, შესაძლოა მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ხელის მუხრუჭი და შუშის ჩამოსაწევ-ასაწევი ხელის სახელურიც აღმოაჩინოთ. და მათ შორის ნაწილს, ფოლადის დისკებითაც კი ნახავთ.
ვინაიდან ცენტრალური ეკრანი ამოღებულია, ავტომობილში AC-ის ღილაკები დაგხვდებათ. საბაზისო მოდელებს მექანიკური კონდიციონერი, შედარებით დახვეწილ ვერსიებს კი, ავტომატური კლიმატკონტროლი აქვთ. ამ შემთხვევაში სურათებზე ელექტრო Frontera არის წარმოდგენილი, რის გამოც მას ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. მანქანაში საინფორმაციო-გასართობი სისტემა არაა, თუმცა მძღოლისთვის პატარა ეკრანი განთავსებულია.
საინტერესოა, რომ Frontera და C3 Aircross-ი 7-ადგილიან ვერსიებსაც გვთავაზობს, რაც ამ ტიპის კროსოვერებისთვის იშვიათობაა. 7 მგზავრით დატვირთულ ავტომობილს მხოლოდ 1.2-ლიტრიანი ტურბოძრავა აქვს, რომელიც 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ორს შორის Citroën-ი შედარებით იაფი ვარიანტია. გაზზე მომუშავე ვერსიის ფასი ევროპაში 20 000 ევრომდეა.
შესაძლოა მსგავსი მარტივი მანქანები თანამედროვე სამყაროსთვის შეუფერებლად მოგეჩვენოთ, თუმცა თავიანთი მომხმარებელი მათაც ეყოლებათ. ეს საბაზისო მოდელები იმ მძღოლებისთვისაა, რომლებსაც დამატებითი ფუნქციები დიდად „არ აინტერესებთ“ და მთავარი ფოკუსი ხელმისაწვდომ ფასად, ახალი ავტომობილის შეძენაზე აქვთ გადატანილი.