ტოიოტა, ასტონ მარტინი, ასტონ მარტინ სიგნეთი, სუპერ სიგნეთი
Aa
Aa

Aston Martin-ის ძალიან პატარა ზომის Toyota, V8 ძრავით

გლობალურ საავტომობილო ბაზარზე, მათ შორის მეორად მანქანებს შორის, შეთავაზებები მრავლადაა. ამის ნათელი მაგალითი ეს ძალიან პატარა ზომის ავტომობილია, რომელიც Toyota-ს ბაზაზეა შექმნილი და Aston Martin-ის დიზაინის ელემენტები აქვს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოდელი V8 ძრავითაა აღჭურვილი, 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და საჯარო ტრასებისთვის ლეგალურია...

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ და არც გასოვდეთ, თუმცა ეს მოდელი Aston Martin "Super Cygnet" V-8 გახლავთ და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილია, რომელიც ოდესმე შექმნილა.

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, Aston Martin-მა შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულება მცირე ზომის ქალაქის მანქანის, Toyota/Scion iQ -ის წარმოებას ითვალისწინებდა, რომელიც ავტომწარმოებელს გამონაბოლქვის ჯამური მოცულობის შემცირებაში დაეხმარებოდა. მაშინ, ქარხნულ Cygnet-ში, Toyota-ს ძალური აგრეგატის შენარჩუნებით, კომპანიამ ბევრი პოტენციური მყიდველი გაანაწყენა. თუმცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ამ მოდელის V8 ვერსია მოითხოვა და Aston Martin-მაც მისთვის უნიკალური ეგზემპლარი შექმნა. ახლა სწორედ ეს უნიკალური მოდელი გასაყიდადაა გამოტანილი.

Cygnet-ზე Aston Martin-ის ეგრეთ წოდებული Q მოდიფიკაციის განყოფილება მუშაობდა. გუნდმა თავდაპირველი მოდელი, რომელიც 1.33-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავით იყო აღჭურვილი და 97 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, 2009 წელს გამოუშვა. თუმცა დაახლოებით 10 წლის შემდეგ, ბაზარზე სრულიად განსხვავებული Super Cygnet-იც გამოჩნდა. Super Cygnet-მა 4.7-ლიტრიანი V8 ძრავა სპორტული Vantage S-დან მიიღო და 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამ გიჟური ქმნილების მაქსიმალური სისწრაფე 270 კმ/სთ-ს აღწევდა და 0-დან 100-მდე 4.2 წამში ჩქარდებოდა.

უნიკალური მანქანა Buckinghamshire Green-ის საღებავშია შესრულებული, კარბონის საბურავის თაღები აქვს და Michelin-ის საბურავები. 2018 წლიდან მოდელი Goodwood-ის ღონისძიებებში მონაწილეობდა, რის გამოც გარბენი მხოლოდ 5 000 კილომეტრამდე აქვს. რაც შეეხება ფასს, ის ამ ეტაპზე უცნობია. 

მსგავსი სიახლეები