კუნძულზე შეკვეთა მიჰქონდა | ფედექსის მძღოლი კინაღამ ოკეანემ ჩაყლაპა
FedEx-ის ამანათების კუნძულზე მიტანა შესაძლებელია, თუმცა საკითხავია, რამდენად მოაღწევს ის თქვენამდე. ყოველ შემთხვევაში, კომპანიის ერთ-ერთ ფურგონს, რომელსაც ამანათი Lieutenant Island Bridge-ზე გადაჰქონდა, მისიის შესრულება ნამდვილად გაუჭირდა. საქმე იმაშია, რომ ხიდზე გადაადგილებისას ეს ფურგონი ტალღაში მოექცა და ოკეანემ კინაღამ ჩაყლაპა. საშიში ვითარების მიუხედავად, საბედნიეროდ მძღოლი გადარჩა, თუმცა ავტომობილმა წყალში რამდენიმე საათი გაატარა.
ინციდენტი პირველ მარტს მოხდა. მძღოლი ერთ-ერთ კუნძულზე ამანათების მიტანის შემდეგ უკან ბრუნდებოდა, რა დროსაც ტალღებმა მატება დაიწყო. თუმცა ეს უჩვეულო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან The Weather Channel-ის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე მცირე წყალდიდობები დღეში სულ მცირე ორჯერ ხდება.
NBC 10 WJAR-ის კადრებში თეთრ ფურგონს ვხედავთ, რომელსაც წყალი ბორბლის თაღებამდე სწვდება. ამასთან ერთად კი, მგზავრის გვერდითა კარიც ღიაა. სავარაუდოდ, ავტომობილს ძლიერი ტალღა მოერია და მოქცევამ თავისი მიმართულებით წაიღო. საბედნიეროდ, მძღოლმა გაცურვის ნაცვლად, დახმარებისთვის დალოდება გადაწყვიტა. Wellfleet-ის სახანძრო დეპარტამენტის ეკიპაჟმა მძღოლი, უვნებლად, კუნძულზე უსაფრთხოდ დააბრუნა.
ავტომობილის წყლიდან გამოყვანა, მიმოქცევის დონის შემცირების შემდეგ, FedEx-მაც შეძლო. თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია ფურგონი. კომპანიის განცხადებით, ყველა დაუზიანებელი ამანათი მფლობელებს უკვე გადაეცათ, ნაწილთან კი, შეთანხმებაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.