კლასიკური ავტომობილები, ბიემვი, პირველი მანქანა, ბიემვი ნოიე კლასე, არნოლდ შვარცენეგერი, ბიემვი 1600, ბიემვი 2002
Aa
Aa

ეს BMW, შვარცენეგერისთვის, ამერიკული დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა

სულ რაღაც 23 წლის ასაკში, ლეგენდარულმა მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა თავისი პირველი BMW შეიძინა. ეს მოდელი BMW 1600 გახლდათ და სიმბოლურად, ამერიკაში მსახიობის დამოუკიდებლობასა და ამბიციებს განასახიერებდა. ათეულობით წელი გავიდა და შვარცენეგერი გერმანული გიგანტის საჭესთან კვლავ აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად, 2022 წლის BMW Super Bowl-ის რეკლამაში.

ამ რეკლამიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა წარსულში დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. შვარცენეგერი ახლა უკვე BMW Group Classic-ის უახლოეს პოდკასტში გამოჩნდა, კლასიკურ BMW 1600-თან ერთად - ავტომობილთან, რომელმაც მსახიობის ამერიკული ოცნების აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. და რა თქმა უნდა, ეს მოდელი გერმანული ავტომწარმოებლის ისტორიისთვისაც ფასდაუდებელია.


BMW 1600 ავტომწარმოებლის ლეგენდარული საწარმოო ხაზის, Neue Klasse-ის ოჯახის წევრი გახლდათ. Neue Klasse-მა, შეიძლება ითქვას, რომ BMW-ის, როგორც სპორტული, მძღოლზე ორიენტირებული სედანების მწარმოებლის რეპუტაციას საფუძველი ჩაუყარა.

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებაში ლომის წილს, სამართლიანადაც, ხშირად BMW 2002 იღებს, ჩვენი გმირიც გერმანელების ისტორიაში ერთ-ერთ დიდებულ მოდელად რჩება. Neue Klasse-ის სხვა მოდელების მსგავსად, BMW 1600 სიზუსტის ინჟინერიას მსუბუქ, მოქნილ შასისთან აერთიანებს და მართვის დაუვიწყარ გამოცდილებასაც გპირდებათ. რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ მოდელის ვიზუალურ დახვეწილობასა და ესთეტიკურობაზე.

BMW 1600 პირველად 1964 წელს წარადგინეს, როგორც BMW 1500-ის შთამომავალი. ეს მოდელი 1.5-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, 5 500 ბრ/წთ-ზე 83 ცხენის ძალას და 113 ნიუტონ/მეტრს გამოიმუშავებდა. BMW 1600 ავტომწარმოებელმა წარმოებაში 1966 წლის დასაწყისამდე დატოვა.

წარმოების შეწყვეტიდან მალევე, BMW-იმ უფრო კომპაქტური ორკარიანი ვარიანტი წარადგინა, იგივე სახელწოდებით. ეს მოდელი, ხშირად, 1600-2-ის სახელით მოიხსენიება და შემდგომში უკვე, საკულტო 2002-ის საფუძვლადაც იქცა. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობის მოხვეჭა უკვე მას უკავშირდება, რეალურად სწორედ 1600 იყო ის ავტომობილი, რომელმაც BMW-ის სპორტული სედანების აღმავლობის ეპოქა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები