NFL-ის მილიონერ ვარსკვლავს მეორადი Subaru-ს მართვისთვის „დასცინიან“
ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) ვარსკვლავმა ხალილ შაკირმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც $60 მილიონს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ლიგის ფეხბურთელი წელიწადში საშუალოდ $15 მილიონს მაინც მიიღებს.
პირველი, რასაც მსგავსი შესაძლებლობის მიღების შემდეგ ადამიანი აკეთებს, ალბათ ახალი ნივთების, მათ შორის ავტომობილის შეძენაა. თუმცა როგორც ჩანს, შაკირს ეს სრულებითაც არ ადარდებს. პირიქით, NFL-ის მილიონერი ვარსკვლავი კვლავ 2021 წლის Subaru-ს მართავს და წესით, მის შეცვლასაც არ ჩქარობს.
თავისი ავტომობილის შესახებ შაკირმა პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და ხუმრობით ისიც თქვა, რომ ამ Subaru-ს მართვისთვის სხვა მოთამაშეები მას ხშირად დასცინიან. უცნობია, ზუსტად რომელი მოდელი ჰყავს ფეხბურთელს, მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანა თეთრადაა შეღებილი და დაბურული შუშები აქვს.
ბევრიც იფიქრებს, რომ მსგავსი ღირებულების კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, შაკირი ახალ, ბევრად ძვირად შეფასებულ მოდელსაც მალე იყიდის. თუმცა, თავად ამბობს, რომ ფულის გაფლანგვა არ უყვარს და არც მისი ახალი ავტომობილი იქნება რამით გამორჩეული: „ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩემი მანქანისგან თავის დაღწევა მსურს. თუმცა ალბათ რაიმე სხვა მოდელის მართვა, მის [კურტის სამეულის] დაცინვას თავიდან ამარიდებს“.
შაკირისგან განსხვავებით, NFL-ის მოთამაშეები ძირითადად არჩევანს სრული ზომის პიკაპებზე აჩერებენ, რადგან ამ ტიპის ავტომობილები მსგავსი წონისა და სიმაღლის სპორტსმენებისთვის ყველაზე კომფორტულია.
თუმცა შაკირი არც ერთადერთია, რომელიც ჩვეულებრივ ავტომობილს მართავს. შედარებით წარსულში, რომ გადავინაცვლოთ, აუცილებლად პირველი ალფრედ მორისი გაგვახსენდება, რომელიც კოლეჯში $2-ად (არ მოგესმათ) ნაყიდ 1991 წლის Mazda 626-ს მართავდა. არ უნდა დავივიწყოთ დარიუს სლეიტონიც, რომელიც Mopar-ის დიდი ენთუზიასტია და Dodge Challenger Hellcat-ით გადაადგილდება.