„სარკასტული“ სარეკლამო ომი Audi-ს, Mercedes-სა da BMW-ის შორის
გერმანულმა Audi-მ მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, Mercedes-ის ხარჯზე, როგორც ჩანს, ქულების დაწერა და მომხმარებელთა გამხიარულება გადაწყვიტა. საქმე იმაშია, რომ Audi-ის ოფიციალურ Facebook-გვერდზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც G-Class-ი მონაწილეობს. მთავარი კი აქ ისაა, რომ სრულიად ელექტრო G580 ადგილზე 360 გრადუსით ტრიალებს და ოთხ რგოლს „ხატავს“.
ვიდეორგოლს თან მიმართვაც ახლავს: „შესანიშნავი რგოლები, მადლობა Mercedes-ს გულშანში, ჩვენი ნიშნის დატოვებისთვის“. გულშანი ეს დაკაში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში, მდებარე მდიდრული უბანია. Audi-მ პირველი პოსტი ჯერ კიდევ 25 თებერვალს გამოაქვეყნა, რომელსაც მალევე, Mercedes Bangladesh-ის პასუხიც მოჰყვა: „გამარჯობა, Audi... მოხარული ვართ, რომ თქვენი ყველაზე პოპულარული პოსტის შემოქმედნი ჩვენ ვართ. შემდეგ ჯერზე ორი Merc-იც დაამატეთ, შესაძლოა უფრო წარმატებული აღმოჩნდეს“.
მომდევნო დღეს, ახალი პოსტით Audi-მ ახლა უკვე კონკურენტ BMW-ის მოწვევა გაუგზავნა და Q8-ისა და მეშვიდე სერიის საერთო ფოტო გამოაქვეყნა: „ჰეი, BMW. მოდით, ყავა დავლიოთ, სანამ სხვები წამოგვეწევიან“. ამ პოსტის საპასუხოდ, საქმეში უკვე BMW-ის ბანგლადეშის ფილიალიც ჩაერთო. „უკან დაჯექი, მოდუნდი და შოუს, 8K გამოსახულებით ისიამოვნე“, წერია BMW-ის Facebook-ის პოსტზე, რაც ნიშნავს, რომ სანამ Audi და Mercedes-ი ჩხუბობენ, BMW-ის დუელის გვერდიდან ყურება ურჩევნია.
საინტერესოა ისიც, რომ ავტომწარმოებლებს შორის მსგავსი დაპირისპირებები ათწლეულზე მეტს ითვლის. თუმცა, თანამედროვეობასთან ერთად, სარეკლამო ომმა უკვე სოციალურ ქსელში გადმოინაცვლა. ბევრს შესაძლოა 2009 წლის A4 ბილბორდიც ახსოვდეს წარწერით" „შენი სვლაა, BMW“. ამის საპასუხოდ, ბავარიელებმა Audi-ს პლაკატის გვერდით ადგილი იყიდეს, მესამე სერიაც გამოფინეს და „შამათი“ დააწერეს.
ისტორია ამით არ დასრულებულა. BMW-მ კონკურენტის ბილბორდს გზავნილითაც გადაუფრინა, რომელზეც მათი F1-ის მანქანა და ტექსტი - „თამაში დასრულებულია“ იყო გამოსახული. საპასუხოდ Audi-მ ბავარიელებს მოუწოდა მათი მდიდრული სტატუსი შეემოწმებინა, რომელსაც დიდი ალბათობით ვადა უკვე გასული ჰქონდა. BMW-იმ ეს „დაცინვა“ ნახა, თუმცა ბოლოს უკვე გადაწყვიტა ყურადღება აღარ გაემახვილებინა და ტრადიციულ რეკლამებსაც დაუბრუნდა.