BYD-ის ავტომობილებიდან უკვე დრონიც გამოფრინდება
ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მა შთაგონება ამჯერად სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმებიდან აიღო და თავის ავტომობილებს, არც მეტი არც ნაკლები, სახურავზე დრონის გამშვები დაუმაგრა. ახალი ფუნქციას „ლინგ იუანის სისტემა“ ეწოდება და გპირდებათ, რომ ის ავტომობილით თქვენ ერთ რიგით მოგზაურობას National Geographic-ის ეპიზოდად გიქცევთ.
„ლინგ იუანის სისტემის“ ღირებულება $2 200-ს შეადგენს. ამ ფასში თქვენ 4K დრონს, დრონის სადგურსა და ყოველდღიურად, განსაცვიფრებელი საჰაერო კადრების გადაღების შესაძლებლობას მიიღებთ. ეს ფასი რიგითი მომხმარებლებისთვისაც მისაღები უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ BYD-მ თავისი ახალი სისტემა არამხოლოდ ტექნოლოგიების მოყვარულებზე, არამედ მყიდველთა ბევრად ფართო სპექტრზე გათვალა. მათ შორის ეს დრონი, წესით, უბრალოდ სურათების გადაღების მოყვარულთაც დააინტერესებთ.
„ლინგ იუანის სისტემა“ ჩინურ დრონების მწარმოებელ DJI-თან თანამშრომლობით შეიქმნა. გამშვები სადგური ავტომობილის სახურავზე თავსდება. როგორც კი ამ ჯადოსნურ ღილაკს დააჭერთ, სახურავი იხსნება და პლატფორმა მაღლა იწევს და დრონს, ჰაერში გაფრენის საშუალებას აძლევს. სისტემა დრონის განთავსების საშუალებას მხოლოდ მაშინ გაძლევთ, როდესაც მანქანა 25 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობს.
გაშვებიდან დრონს უკვე შეუძლია ავტომობილს 54 კმ/სთ-მდე სიჩქარით მიჰყვეს, გადაიღოს სრულყოფილი კადრები, მიუხედავად იმისა, გზატკეცილზე მოგზაურობთ თუ გზების არასწორ რელიეფზე. გადაღებების დასრულების შემდეგ, დრონი სახურავზე დამაგრებულ ანგარში ბრუნდება, რომელშიც ის ავტომატურად იმუხტება. კომპანიის თქმით, დრონის 20-80%-მდე დამუხტვას სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება, ასე რომ მგზავრებს დიდი ხნით ლოდინი მომდევნო რეისამდე არ მოუწევთ.
დრონის მართვა უშუალოდ მანქანის საინფორმაციო-გასართობი სისტემიდანაა შესაძლებელი, ანდაც სისტემის აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც სმარტფონებზეა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ კადრების ორგანიზებასა და რედაქტირებაში და სოც. ქსელში გადაზიარებაშიც კი.
ჯერ-ჯერობით, დრონის გამშვები სისტემა Fang Cheng Bao Bao 5-ის, Titanium 3-ის, Denza N9-ის, BYD Tang L-ისა და BYD Sealion 07 DM-i-ის სახურავებზე ვიხილეთ. ამ ეტაპზე, გაურკვეველია, გაიყიდება თუ არა „ლინგ იუანის“ სისტემა ჩინეთის ფარგლებს გარეთ.