Toyota Land Cruiser-ი: იაპონიის პასუხი Brabus G-Class-ზე
Wald International-ი ყველა არსებულ ბარიერსა და ნორმას გასცდა და Toyota Land Cruiser Prado-ს სრულიად განსხვავებული ვერსია წარმოგვიდგინა, რომელიც ბევრმა უკვე Brabus G-Class-ზე იაპონელების პასუხად შეაფასა. ცვლილებები იმდენად დიდია, რომ Prado უკვე თავის თავზე მეტად Brabus G-Class-ის იაპონურ ვერსიას მოგაგონებთ.
მოდელის რენდერები მსოფლიომ ჯერ კიდევ გასულ წელს იხილა. ახლა კი, კომპანია, რეალური გეგმებით 2025 წლის Osaka Auto Messe-ზე წარდგა. მიუხედავად იმისა, რომ რენდერებში მოდელის განსხვავებული ვარიანტები იყო შემოთავაზებული, ამჯერად, Wald-მა მხოლოდ მოდელის დალიფტული ვერსია გააცოცხლა.
Black Bison Edition-ი, ასე ეწოდება ახალ მოდელს, რომელსაც არ გაგიკვირდებათ და აგრესიული დიზაინი გამოარჩევს. ავტომობილს სპეციალურად მისთვის დამზადებული ბამპერი და დამატებითი დღისით მოძრაობის მაშუქები აქვს. პლუს უნდა აღინიშნოს ბევრად დიდი ზომის კაპოტი, აეროდინამიკური სახურავზე დამაგრებული დანამატი, LED-განათებები და ა.შ. დალიფტული ძარას ტიუნინგ-პაკეტი და ბევრად ფართო ზომები კი, უგზოობისთვის ავტომობილის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ავითარებს. Black Bison-ის უკანა ნაწილზე კომპანიამ სპორტული ბამპერი - დიფუზორით შემოგვთავაზა, სპოილერზე კი, ფრთა განათავსა.
ქუჩებისთვის ლეგალურ ვერსიას, რომელიც ჯერ მხოლოდ ციფრულ სამყაროში არსებობს, ბევრად ფართო ბორბლები, მაღალი წარმადობის საბურავები და შედარებით დაბალი ძარა აქვს. ეს Prado-ს გამავლობის შესაძლებლობებს შედარებით ასუსტებს, თუმცა ბევრს დაბალ სიჩქარეზეც, "მკაცრი" SUV-ის იდეა ხიბლავს.
უახლესი მოდელის შესახებ კომპანიას დამატებითი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. უცნაურია თუ რა შესაძლებლობები ექნება Black Bison-ს ან რა ფასად გაიყიდება. Wald International-ი სხვა დეტალებს ალბათ უახლოეს პერიოდში განაცხადებს.