ოფიცერმა მძღოლს დაარტყა, ბრალიც აღიარა და ხარჯები, მაინც არ დაფარა
გზებზე, საავარიო სიტუაცია, მხოლოდ ორ რიგით მძღოლს შორის არ იქნება. არსებობს შემთხვევები, როდესაც საქმეში საპატრულო პოლიციაც ერთვება და არა, როგორც მესამე პირი - არამედ, როგორც ამ ინციდენტის ერთ-ერთი შემოქმედი. ერთ-ერთი მძღოლის მტკიცებით, საპატრულო პოლიციამ არამხოლოდ დააზიანა მისი ავტომობილი, არამედ საკუთარი ბრალეულობაც აღიარა, თუმცა მალევე განცხადება შეცვალა და პასუხისმგებლობაც მომხდარიდან მოიხსნა. საბოლოოდ, 9-თვიანი პროცედურების შემდგომ, დეპარტამენტმა ამ საქმიდან "ხელები დაიბანა".
ოფიცრებს პასუხისმგებლობა ხშირ შემთხვევაში ეხსნებათ იმ ინციდენტებზე, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. ეს კი ნიშნავს, რომ საპატრულო დანაყოფისადმი მიყენებულ დაზიანებებზე პასუხისმგებელნი რიგითი მოქალაქეები არიან. თუმცა ამ შემთხვევაში, თავდაპირველად, ოფიცრებმა დანაშაული აღიარეს და მხოლოდ შემდგომ გადაწყვიტეს უკან დახევა.
როგორც დეივიდ ემერიმ განაცხადა, ის ტრასაზე ტრიალდებოდა, რად დროსაც ოფიცერმა "გაჩერების ნიშანი" დაუშვა და ლამის, მის მანქანას დაარტყა. ოფიცერი ამ დროს არც გამაფრთხილებელ ფუნქციებს იყენებდა. თუმცა პირველი გამართლების მიუხედავად, მან პოლიციის მანქანა მოულოდნელად უკან დაძრა, რის შემდეგაც ემერის დაეჯახა. საბოლოო დასკვნაშიც ჩაიწერა, რომ დამნაშავე მომხდარში ოფიცერი იყო, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე შესაბამისად არ რეაგირებდა.
იმისდა მიუხედავად, რომ ოფიცერი აშკარად დამნაშავე იყო, ემერს ცხრა თვე და უთვალავი სატელეფონო ზარი დასჭირდა, რათა მიეღო მის საჩივარზე, რაიმე სახის პასუხი მიეღო. მაგრამ გაირკვა, რომ სამმართველოს ჩვენება უკვე შეცვლილი ჰქონდა და ეწერა, რომ ოფიცერი ამ დროს გამოძახებას პასუხობდა და შესაბამისად, მომხდარში პასუხისმგებელიც არ გახლდათ.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი კანონზე მაღლა დგას. დეპარტამენტმა ემერის ზარალზე შეშფოთებაც გამოთქვეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ოჰაიოს განახლებული კოდექსის თანახმად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი ზარალის გამოსწორებაზე.