რუსეთის ეკონომიკა იშლება, რადგან ავტომობილების გაყიდვები იკლებს
2025 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში, ავტომობილების გაყიდვები წლიურ მონაკვეთში ერთი მეოთხედით დავარდა. შედეგად, თითქმის 22-თვიანი აღდგენის სერია დასრულდა. Reuters-ის ინფორმაციით, დასავლური კომპანიების დატოვების შემდეგ, ბაზარი ჩინური ბრენდებით შეივსო, რაც ახლა რუსეთის საავტომობილო ბაზრის ნახევარზე მეტს შეადგენს, როდესაც უკრაინაში შეჭრამდე 10%-ზე ნაკლები იყო.
რუსული ანალიტიკური ფირმა Autostat-ის მონაცემებით, სამგზავრო ავტომობილების გაყიდვები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თებერვალში 25%-ით დავარდა. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა 2023 წლის აპრილის შემდეგ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ქვეყანა დასავლელმა ფირმებმა, მათ შორის Volkswagen-მა და Renault-მა დატოვეს.
Autostat-ის პროგნოზით, ახალი სანქციებისა და საპროცენტო განაკვეთების მატების ფონზე, რუსეთის საავტომობილო ინდუსტრია 2025 წელს კიდევ 10-20%-ით დაიკლებს. ევროპის ბიზნესის ასოციაციაც 15%-იან ვარდნას პროგნოზირებს.
ამჟამად, რუსეთის ავტომობილების ბაზარს ამჯერად ჩინური ბრენდები დომინირებენ. თუ არ ჩავთვლით რუსეთის უმსხვილეს მწარმოებელ Avtovaz-ს, თუმცა ბოლო პერიოდში მასაც პრობლემები შეექმნა. კერძოდ კი, გასული წლის თებერვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის გაყიდვებით, 14.3%-ითაა შემცირებული.
საინტერესოა ისიც, რომ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ავტონაწილების იმპორტი განახორციელა. თუმცა ამის შემდგომ, მიწოდების ჯაჭვში პრობლემები წარმოიქმნა და ამან, შესაბამისად შიდა მწარმოებლებისთვის დეფიციტი შექმნა. პარალელურად კი, გაიზარდა ჩინური ავტომობილების შემოდინება, რომელთაც Gazprombank Autoleasing-ის მონაცემებით ბაზრის 53% შეადგინეს. ცნობისთვის, 2021 წელს, მათი წილი სულ რაღაც 9% იყო.