ელექტრომობილი, ჰიუნდაი, ბიაიდი, ტოიოტა, პორშე, კია, სიაომი, სიაომი ესიუ7, ეფლი
Aa
Aa

რატომ გახდა Xiaomi წარმატებული ავტომწარმოებელი და Apple ვერა

რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტ სივრცე სავსე იყო სპეკულაციებით იმის შესახებ, რომ Apple თავისი წარმოების ავტომობილის გამოშვებას გეგმავდა. თუმცა წლები გავიდა, Apple-ის მსგავსი არაფერი შეუქმნია და სამაგიეროდ, მისმა ჩინურმა კონკურენტმა Xiaomi-მ თავი ავტომობილების ბაზარზე, საკმაოდ წარმატებულადაც დაიმკვიდრა.

Apple-მა ამბიციური პროექტის საბოლოოდ შეჩერების შესახებ განცხადება გასული წლის დასაწყისში გაავრცელა. მიუხედავად ისეთ მსხვილ მოთამაშეებთან კავშირისა, როგორებიც Hyundai, Porsche, Kia და Toyota არიან, პროექტი მაინც არ შედგა. Apple-მა კი, ამ მიმართულებით დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი ან სხვა განყოფილებებში გადაანაწილა, ანდაც გაათავისუფლა.


შესაბამისად, სამყარომ შესაძლოა ვეღარც ვერასდროს გაიგოს თუ რა იქნება iCar-ი, რომელსაც ბევრი მოუთმენლადაც კი ელოდებოდა თუმცა ერთი რამ ფაქტია, ამ პერიოდში მისმა პირდაპირმა კონკურენტმა საავტომობილო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ 2024 წლის მარტის დებიუტის შემდგომ, ჩინეთში, 135 000 ერთეულზე მეტი SU7 გაყიდა.

დასავლეთში Xiaomi უფრო მეტად ცნობილი სმარტფონების წარმოებით გახდა. ამას კი, დაერთო ეკოსისტემა, რომელმაც კომპანიის მიერ გამოშვებული ტექნოლოგიები ერთ სივრცეში გააერთიანა. ჭკვიანი განათებიდან დაწყებული ჰაერის გამწმენდებით დაწყებული, რობოტი მტვერსასრუტებით და ბლენდერებით დამთავრებული, კომპანია გთავაზობთ სამომხმარებლო ტექნოლოგიური პროდუქტების ფართო არჩევანს, რომლებიც კონტროლდება ერთი აპლიკაციიდან. და ახლა უკვე, ამ ხაზს ავტომობილებიც აგრძელებს.

დღესდღეობით, კომპანიები მხოლოდ უნიკალური მოწყობილობების გაყიდვაზე ორიენტირებულნი აღარ არიან. ისინი მომხმარებლებს ეკოსისტემას სთავაზობენ, რაც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს. ავტომობილებშიც კი, საკმაოდ დიდი ყურადღება CarPlay-ს ან Android Auto-ს შეთავაზებებს ექცევა.

თუმცა, Xiaomi მყიდველებს უფრო მეტს სთავაზობს, ვიდრე უბრალოდ საინფორმაციო გასართობ სისტემას. მაგალითისთვის, SU7-ს მომხმარებლის სხვა მოწყობილობებიდან მონაცემების შეგროვება და ამის გათვალისწინებით, მძღოლის რუტინაზე მორგება შეუძლია. ამაში შედის ავტომობილის დამუხტვისთვის საუკეთესო დროის განსაზღვრაც. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც Xiaomi-ის პირველი ავტომობილის წარმოებას ხელი შეუწყო ის გარემოა, რომელშიც კომპანია ოპერირებს. ჩინეთის ელექტრომობილების მწარმოებლები მილიარდობით დოლარის სახელმწიფო დახმარებას იღებდნენ. ელექტრომომარაგების ჯაჭვი ფაქტობრივად ქვეყნის ფარგლებშია მოქცეული, მათ შორის Xiaomi ბატარეებს BYD-სგან და CATL-სგან, მსოფლიოში ბატარეების ორი უმსხვილესი მწარმოებლისგან, იღებს. პირველი ავტომობილის გამოსაშვებად კი, კომპანიამ Beijing Auto Group-ის ქარხანა გამოიყენა.


ყველა ასპექტში, Xiaomi-მ განვითარება მოახერხა. ახლა კი კომპანია მის რიგით, მეორე SUV-საც უშვებს. პარალელურად კი, საკუთარ ახალ საწარმოო ქარხანასაც აშენებს, რაც მის საავტომობილო გეგმებს კიდევ უფრო დააჩქარებს. მაგრამ, უცხოური ბრენდებისგან კონკურენცია კვლავ მაღალია.

თუმცა ამ ფირმას პოპულარობას მისი შედარებით დაბალი ფასიც უნარჩუნებს. თუნდაც ის, რომ SU7, მაღალტექნოლოგიური მოდელია, გარეგნულად კი Porsche-ს წააგავს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მისი ღირებულება $30 000-დან იწყება. შემთხვევითობა არ უნდა იყოს არც ის, რომ Xiaomi SU7-ის გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში, Porsche-ს გაყიდვები ჩინეთში 30 პროცენტით შემცირდა

მსგავსი სიახლეები