2024 წლის ყველაზე გაყიდვადი მოდელები | რეიტინგი
წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების სიაში იაპონური ავტომწარმოებლების რაოდენობა წლებია უკვე აღარ გვიკვირს. წელსაც, ტრადიციულად, ყველაზე მეტი ავტომობილის გაყიდვა Toyota-მ მოახერხა, თუმცა ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსი Corolla-ს ნამდვილად არ ეკუთვნის.
წლის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა ევროპის მასშტაბით ჩინური ელექტრომობილების რაოდენობის ზრდის შესახებ, რამაც რეგიონში Tesla-ს გაყიდვები მნიშვნელოვნად უკან დახია. მაგრამ, იმავეს თქმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ნამდვილად არ შეგვიძლია, რომელიც EV-ების გიგანტისთვის კვლავ უმსხვილესი ბაზრის წოდებას ინარჩუნებს. ამას ემატება აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ელექტრომობილების გაყიდვების წასახალისებლად შეთავაზებული შეღავათები, რამაც ქვეყნის მასშტაბით Tesla-ს გაყიდვების ზრდაზე დადებითად იმოქმედა.
შედეგად, გასულ წელს ამერიკულმა კომპანიამ, ერთი მოდელისთვის, ყველაზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებელი დააფიქსირა. 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tesla Model Y გახდა - ჯამში 1 090 000 ერთეულით. მეორე და მესამე ადგილებს მყარად კვლავ Toyota ინარჩუნებს, რომლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები Corolla და Rav 4 გახლავთ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ Tesla ლიდერობის შენარჩუნებას მისი ჩინური კონკურენტის, BYD-ის სწრაფი განვითარების მიუხედავადაც ინარჩუნებს. რეალურად, თუ Tesla-სთვის ყველაზე დიდი, თავისივე შიდა ბაზარია, იგივე ხდება BYD-ის შემთხვევაშიც, რომელიც ავტომობილების უმეტეს ნაწილს ჩინეთში ყიდის. თუმცა, ეს უკანასკნელი სხვა ტერიტორიებზეც წარმატებით ფართოვდება. მათ შორისაა ავსტრალია, სადაც Sealion 6 ქვეყნის ყველაზე გაყიდვადი დანამატის ჰიბრიდების (PHEV) ელექტრომობილი გახდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2025 წლის 5 მარტის მონაცემებით, ერთი წლის ჭრილში, Tesla-ს ბაზრის წილი 31%-ითაა დავარდნილი, მაშინ, როდესაც BYD-ის ზრდა 34%-ს უტოლდება. ვარდნის მიუხედავადაც, Tesla მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომწარმოებლად რჩება. ამჟამად, კომპანიის ღირებულება $898 მილიარდს უტოლდება, 2024 წელს კი, ყველა დროის მაქსიმუმს, $1.4 ტრილიონს მიაღწია.
მწარმოებელი |
მოდელი |
გაყიდვები 2024 წწ. |
Tesla |
Model Y |
1,090,000 |
Toyota |
Corolla |
1,080,000 |
Toyota |
RAV4 |
1,020,000 |
Ford |
F-Series |
900,000 |
Honda |
CR-V |
740,000 |
Chevrolet |
Silverado |
640,000 |
Hyundai |
Tucson |
610,000 |
Toyota |
Camry |
580,000 |
BYD |
Song |
570,000 |
Volkswagen |
Tiguan |
540,000 |