ავარია, ჰონდა, უცნაური, ჰონდა ეიჩარ-ვი
Aa
Aa

ქალმა სიკვდილს თვალებში ჩახედა | შემთხვევა, როდესაც მთავარი დამნაშავე ქვეითია

ტროტუარები ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი და ავტომობილების სავალი გზისგან განცალკევებით, მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. თუმცა ამ ვიდეოს მთავარ გმირს, როგორც ჩანს ტროტუარის დანიშნულება კარგად არ ესმის, რის შედეგადაც, ალბათ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საავარიო სიტუაციასაც ქმნის. საბედნიეროდ, ინციდენტს ქალი უვნებელი გადაურჩა, თუმცა ყოველთვის ყველა ასეთი იღბლიანიც ვერ იქნება.

შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალი პიკაპის შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩა. ინციდენტის მთავარი შემოქმედი ქალბატონი თეთრი Honda HR-V-ის მარცხენა მხრიდან უვლის და როგორც ჩანს, ავტომობილში ჩასაჯდომადაც ემზადება. ამ დროს, კადრში პატარა ვერცხლისფერი პიკაპი ჩნდება, რომელიც პირდაპირ ქალის მიმართულებით მიემართება.

თუმცა პიკაპი პირდაპირ იქვე დაპარკინგებულ Honda-ს უკანა მხრიდან ეჯახება და თავად, საპირისპირო მიმართულებით ვარდება. ამ პროცესში კი, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქალს არცერთი ავტომობილი არ ეჯახება. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისი სიცოცხლე სწორედ ვერცხლისფერმა Honda-მ გადაარჩინა, რომელმაც მომავალ პიკაპს მიმართულება  შეუცვალა. სხვა შემთხვევაში ავტომობილი პირდაპირ ფეხით მოსიარულე ქალს ეჯახებოდა.

მსგავსი სიახლეები